in

SmarterWakeUp-მა ჩუმი მაღვიძარა შექმნა

ალბათ, ბევრჯერ გაუღიზიანებიხართ მაღვიძარას ხმას — ჯერ მოულოდნელად რომ გაღვიძებს და თან ზოგჯერ საშინელი ხმაც თუ აქვს… სანამ სიზმრებიდან პირდაპირ რეალობაში წამოვხტებით და მობილურს მივწვდებით, გულიც კი გვიჩქარდება ხოლმე. თუმცა რას ვიზამთ, მაღვიძარას ეფექტურობა ხომ სწორედ ხმამაღალ, „საზიზღარ“ ზარშია. და რა იქნება, მშვიდად, ჩუმად გაღვიძების გზა რომ არსებობდეს?

ინოვაციაც ამაშია — კალიფორნიულმა სტარტაპმა SmarterWakeUp ახალი ტიპის მაღვიძარა შექმნა, სახელწოდებით SilentWakeUp. ის ადამიანის გასაღვიძებლად ვიბრაციულ პულსებს იყენებს, ხმამაღალი სიგნალების ან მუსიკის ნაცვლად. პატარა გაჯეტი სხეულზე სამედიცინო ხარისხის წებოვანი ბალიშებით მაგრდება და კომპანიის რეკომენდაციით, მკერდზე ან მხარზე მოთავსება იდეალური იქნება.

გაჯეტის გასაკონტროლებლად, იგი სმარტფონს Bluetooth-ის საშუალებით უკავშირდება. სასურველ გაღვიძების დროსაც იქიდან აყენებენ მომხმარებლები. მონიშნულ დრომდე 10 წუთით ადრე მოწყობილობა ნელა პულსირებას დაიწყებს, შემდეგ კი უფრო ინტენსიური გახდება. თანაც, იმის მიხედვით, თუ რამდენად ღრმად სძინავს პიროვნებას, ვიბრაციის სამი განსხვავებული დონის დაყენებაა შესაძლებელი.

ეს მძინარე ადამიანს საშუალებას აძლევს, ნელა და მშვიდად გამოფხიზლდეს. თანაც, ასეთი ჩუმი გაღვიძება თქვენს გვერდით მწოლიარეს არ შეაწუხებს. რომ აღარაფერი ვთქვათ სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის შექმნილ კომფორტზე.

პადინგტონი Barbour-ის საშობაო რეკლამაში გამოჩნდა

ლუკა პოლარე თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველ ჯელატოს საწარმოს ააშენებს