in

ნუ გამოიყენებთ სმარტფონს საჭესთან! – პრინტ კამპანია

მოძრაობის დროს სმარტფონების გამოყენებას ხშირად საკმაოდ ცუდი შედეგები მოჰყვება ხოლმე. ავტომობილის მართვისას Snapchat–ით თუ Twitter-ით გართობა იშვიათად თუ მთავრდება მშვიდობიანად. რეალურად, რატომ ვიყენებთ სმარტფონს იქ, სადაც მიზანშეწონილი საერთოდ არ არის?! ამ პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით, არაერთი კამპანია გვინახავს. მრავალრიცხოვანი ბრენდების ჩამონათვალს, კომპანია Saudi Telecom Company (STC)–იც, შეუერთდა. მართალია, ეს უკანასკნელი თავად სთავაზობს მომხმარებელს სატელეფონო მომსახურებებს, მაგრამ ფაქტია, რომ სერიოზულად არის დაინტერესებული პრობლემის მოგვარებით და ამიტომ, პრინტ კამპანია წამოიწყო. პოსტერებზე, რომლებიც კამპანიისთვის სარეკლამო სააგენტო Y&R Riyadh–მა შექმნა, ის შედეგებია გამოსახული, სადამდეც მოძრაობის დროს სმარტფონის გამოყენებას მივყავართ.

BOG
BOG

დიმიტრი ვაჩნაძე – #პირველისამსახური

გაბატონებული ტექნიკა და საფრთხის ქვეშ მყოფი კაცობრიობა, საიდანაც უმრავლესობამ Sia-ს კონცერტზე დასწრებაც ვერ მოასწრო