30
Mar
2018

ერთი მარტივი ცვლილება, რომელიც შენს პროდუქტიულობას გაზრდის

30 Mar 2018

სად არის ახლა შენი ტელეფონი?

pasha-statiebi
pasha-statiebi
  • ბოლოდროინდელი სამეცნიერო კვლევის მიხედვით, მობილური ტელეფონი ამცირებს სამუშაოზე ფოკუსირების უნარს;
  • ფაქტობრივად, ადამიანები ვერ აანალიზებენ იმას, რამდენად ახდენს გავლენას მათს ქცევაზე მათივე ტელეფონები;
  • საუკეთესო გამოსავალი არის გეგმის ქონა, რომლის მიხედვითაც ადამიანს ეცოდინება, რა დროსა და რამდენი ხნით მოიშოროს სმარტფონი, სამუშაო პროცესში.

სტატიის ენამახვილური დაწყება იქნებოდა, ალბათ, იმის თქმა, რომ როცა ამ თემაზე ვწერ – რა საშიშია, მუშაობისას, მობილური ტელეფონისახლოს ქონა – ჩემი ტელეფონი წინ მიდევს. თუმცა, ეს არ იქნებოდა საინტერესო. მეორე ვარიანტიც არის, მაგალითად ის, რომ ჩემი ტელეფონი მიდევს, მაგალითად, საფულეში ან სულაც, სხვა ოთახში – და რომ ეს არის ნამდვილი კატასტროფა. თუმცა, საშინელება, რეალურად, ისაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის რამდენიმე წუთიც კი, სმარტფონის გარეშე, წარმოუდგენელია.

ჟურნალ Connected World-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელსაც HBR-მაც მიუძღვნა სტატია, ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტელეფონზე არ მოგდის შეტყობინებები და არ გირეკავს ვინმე, ის მაინც ახდენს გავლენაზე სამუშაოს შესრულების ხარისხზე. შეიძლება ვერც კი წარმოიდგინო, დისტრაქციის (კონცენტრირების არქონის) როგორი ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს შენივე ტელეფონი.

კვლევის მონაწილე 100 ადამიანს მკვლევარებმა მისცეს დავალება, რომლის მიხედვითაც, უნდა ემუშავათ ორ განსხვავებულ კოგნიტურ დავალებაზე. ზოგ შემთხვევაში, ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ დაეტოვებინათ თავიანთი ტელეფონები მაგიდაზე; ზოგში კი – თავიანთ ჯიბეში ან ჩანთაში. კიდევ ერთი ვარიანტი იყო – სხვა ოთახში. პირობა ყველა შემთხვევაში ერთი იყო – ტელეფონის ხმა და ვიბრაცია იყო გამორთული. შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანებმა დავალებები შეასრულეს ძალიან კარგად, როცა მათი ტელეფონები მათი მხედველობის არეში/მათთან ახლოს არ იყო.

თუმცა, როცა მოგვიანებით, თავად კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს, მათი სმარტფონების ლოკაცია ახდენდა, თუ არა გავლენას მათს პროდუქტიულობაზე, უმეტესობა მათგანმა თქვა, რომ არა. მკვლევარებმა, ასევე, აღმოაჩინეს, რომ მონაწილეების გარკვეული რაოდენობა ეჭვის თვალით უყურებდა იმ ფაქტს, რომ ტელეფონებს, მათ მიერ დავალების შესრულების ხარისხზე, შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოეხდინა.

იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც წარმოუდგენელია ნორმალური დღე ტელეფონის გარეშე ყოფნა: შეიმუშავე გეგმა, რომლის მიხედვითაც, სამუშაო პროცესში, ტელეფონი არ იქნება შენს ოთახში
2015 წელს, Experimental Psychology-ში გამოქვეყნდა კვლევა „ადამიანების პერცეპცია და პერფორმანსი“, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, ერთვები, თუ არა სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების პასუხში, მხოლოდ ზარის გაგებაც კი აზიანებს შენი პროდუქტიულობის ხარისხს.

მეცნიერები ამბობენ, რომ საუკეთესო გამოსავალია ტელეფონის გარეშე ყოფნის კონკრეტული დროისა და ხანგრძლივობის არჩევა.

კვლევამ, რომელიც 2014 წელს, ჟურნალ Computers in Human Behavior-ში გამოქვეყნდა, აღმოაჩინა, რომ ადამიანების შფოთის დონე იზრდება მაშინ, როცა უწევთ მოულოდნელი შემომავალი ზარების მოსმენა.

რომ შევაჯამოთ, თუ ფიქრობ, რომ შენ ის გამონაკლისი ხარ, ვინც ტელეფონთან ერთად ნაყოფიერად მუშაობს, ძალიან კარგია, თუმცა, ეს ასე არ არის. ტელეფონის გავლენის ქვეშ ყოფნა დაბლოკავს კონცენტრაციის გაუმჯობესების შესაძლებლობას. და ჯობს, რაღაც დროით, სმარტფონზე თქვა უარი, ვიდრე მშფოთვარემ და დისტრაქციულმა, საგრძობლად შეანელო პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარების პროცესი.

წყარო: inc.com



განხილვა