in

SmartThings Energy – სისტემა, რომელიც ელექტროენერგიის მოხმარებას აკონტროლებს

ის 40-მდე საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან მუშაობს

ჭკვიანი სახლის მოწყობილობები, როგორიცაა საუკეთესო ჭკვიანი სანათი, არამარტო გაგიმარტივებთ ცხოვრებას, არამედ ენერგიის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ. თუ შემთხვევით საძინებელში შუქი ანთებული დატოვეთ ან სახლიდან გასვლისას ყავის მადუღარა ჩართული დაგრჩათ, შეგიძლიათ, თქვენი სმარტფონის მეშვეობით ელექტროენერგია დისტანციურად ჩართოთ და ენერგია დაზოგოთ.

Liffit
Liffit

ამასთან, სამსუნგმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა SmartThings Energy სერვისის ამოქმედებით, რაც საშუალებას გაძლევთ, რეალურ დროში ნახოთ, რამდენ ენერგიას იყენებს თქვენი მოწყობილობები. მისი მომსახურება ამჟამად კორეაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშია ხელმისაწვდომი.

SmartThings Energy 40-მდე საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან მუშაობს, როგორიცაა სარეცხი მანქანები, საშრობები და მაცივრები, ასევე სამსუნგის გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების (HVAC) სისტემები. გარდა იმისა, რომ თვალს ადევნებთ ენერგიის მოხმარების დონეს, შეგიძლიათ, გარკვეული გეგმა დაისახოთ და განსაზღვროთ, რამდენად ასრულებთ მას თვიდან თვემდე – რამდენად ნაკლებია ამ თვის ენერგიის მოხმარება წინა თვესთან შედარებით?

არა მხოლოდ სტატისტიკა

ამასთან, სისტემა გაცნობებთ, თუ სახლიდან გასულს რაიმე მოწყობილობა ჩართული დაგრჩათ, ან თუ უფრო მეტ ენერგიას მოიხმართ, ვიდრე მიზნად გქონდათ დასახული.

ამ ყველაფრის პარალელურად, SmartThings Energy ენერგიის დაზოგვასთან დაკავშირებულ რჩევებს მოგცემთ – მაგალითად, ნუ შეავსებთ მაცივარს ზედმეტად, რათა ჰაერი ეფექტურად ცირკულირებდეს. ასევე, სამსუნგი მომსახურების გაფართოებას მესამე მხარის საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენების თვალსაზრისითაც გეგმავს, თუმცა უცნობია, როდის განხორციელდება ეს.

საგულისხმოა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ენერგიის ჭარბი მოხმარების პრობლემა მწვავე სახის მატარებელია. მხოლოდ შეერთებულ შტატებში წელიწადში ერთ ადამიანზე ენერგიის დანაკარგები 283 კვტ/სთ-ს უტოლდება.

სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ემსახურება ჭკვიანი მრიცხველების აქტიური გამოყენება, რაც ენერგიასთან ერთად, დროის დაზოგვაშიც ეხმარება მომხმარებლებს.

ამასთან, SmartThings Energy კიდევ უფრო შორს მიდის და გთავაზობთ თითოეული მოწყობილობის ხარჯთაღრიცხვას და ენერგიის დაზოგვის რჩევებს, რამაც ყველას ეკონომიური გახდება. სამსუნგის ახალი სისტემა კი კიდევ უფრო მრავალფეროვან განვითარებას გეგმავს.

როგორ დავეხმაროთ თანამშრომლებს ოფისში დაბრუნების შფოთვის დაძლევაში?

მეთევზეები გადაშენების პირას მყოფი პაკისტანური დელფინის გადარჩენისთვის იბრძვიან