in

რატომ არის რბოლა დამნაშავის დასაჭერად ყოველთვის შენელებული კადრით?! – Smart Car კლიშეების წინააღმდეგ

ავტომობილების მწარმოებელი გერმანული ბრენდი Smart კინო ინდუსტრიითა და სფეცეფექტებითაა შთაგონებული, მის ორ ახალ სარეკლამო ვიდეორგოლს სხვა ახსნა ვერ მოვუძებნეთ. კამპანია, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობდა ეს უჩვეულო გადაღებები, ავტომობილებთან დაკავშირებულ გარკვეულ კლიშეებს ეხება.

თუ დაკვირვებიხართ, როგორც კი პილიციელები დამნაშავის დასაჭერად ეპიკურ რბოლაში ერთვებიან, ეს კადრები, განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტისთვის, შენელდება ხოლმე. ეს მომენტი ბრენდმა თავის კამპანიას მშვენივრად მოარგო  და პირველ რგოლში ძალიან სახალისო დიალოგი შემოგვთავაზა.

 

მეორე ვიდეორგოლში მოქმედება ფრანგული შავ–თეთრი ფილმის გადასაღებ მოედანზე მიმდინარეობს: წვიმა, ძველებური ავტომობილი და მაღალფარდოვანი საუბარი ცხოვრებისეულ საკითხებზე.

ABK საკუთარ ღvino-ს უშვებს!

ეს არის რებრენდინგი, რომელიც გვეამაყება – LIVE Branding პირველი ნაბიჯისთვის