პატარა საყვარელი თეთრი ლეკვი, ატირებული ბავშვები, დანაშაულის გრძნობა მამის თვალებში და მიტოვებული ადგილი… სცენარი ნაცნობია, ერთი შეხედვით, ფინალიც მოსალოდნელი, თუმცა, არა Smart-ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლის შემთხვევაში. ავტომობილების მწარმოებელმა ბრენდმა მომხმარებელს ძალიან ემოციური და საოცრად შთამბეჭდავი რეკლამა შესთავაზა, რომლის შექმნაშიც მას სააგენტო BBDO დაეხმარა. რგოლი სრულიად მოულოდნელი ფინალით გულგრილს ვერცერთ მაყურებელს ვერ დატოვებს და სანახაობის სწორედ იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის ბოლო წამებსაც შვებით ამოსუნთქვა მოჰყვება ხოლმე.
https://www.youtube.com/watch?v=WC-SDQ8gziE