SmartNūdge სააბაზანო ოთახის ის ატრიბუტია, რომელიც თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას გადაარჩენს. თუ სრული კრახისაგან ვერ იხსნის, სერიოზულ კონფლიქტს ნამდვილად აგაცილებთ თავიდან. ეს არის პატარა კოლოფი, რომელიც უნიტაზზე მაგრდება და დასაჯდომ რგოლს, 90 წამში, ავტომატურად სწევს დაბლა. შედეგად, სისუფთავეც გარანტირებულია და მუდმივი კამათის თემაც აღარ არსებობს.