Smartpet-მა ქუჩიდან და თავშესაფრებიდან ძაღლების აყვანის წასახალისებლად კამპანია დაიწყო. პლატფორმაზე www.rescue-smartpet.ge, მხოლოდ 2 დღეში, 23 ძაღლი და მისი პატრონი დარეგისტრირდა. ისინი მიიღებენ სმარტპეტის სამუდამო მხარდაჭერას – სხვადასხვა ფასდაკლებებითა და ბენეფიტებით.
“თუ შენც დარეგისტრირდები ჩვენს პლატფორმაზე გაგვაცნობ საკუთარ თავს და შენ მიერ აყვანილ ძაღლს (იქნება ის ახალაყვანილი თუ უკვე 5 წლის), ჩვენ შენთვის უზრუნველვყოფთ განსაკუთრებულ ფასდაკლებას – სამუდამოდ, ასევე ჩვენი პარტნიორი კლინიკებისგან მიიღებ უფასო პირველად კონსულტაციას, ფასდაკლებას გრუმინგსა და ქცევის კორექციაზე.
და, რაც მთავარია, შემოუერთდები ჩვენს კლუბს, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი ბენეფიტების გარდა, მრავალი საინტერესო აქტივობა გელოდება.”
ყველა ძაღლს ეკუთვნის სახლი.
[პარტნიორის კონტენტი]












