Ad Black Sea, წელს, კიდევ ერთხელ იქცა სივრცედ, სადაც კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლები, მარკეტერები, დიზაინერები და ბიზნესის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ, გამოცდილება გაუზიარეს, ინსპირაციით აივსნენ და ახალი იდეები გაცვალეს.
წელს Ad Black Sea-ის მხარდამჭერებს შორის განსაკუთრებული ადგილი SmartSoft-ს ეკავა – კომპანიას, რომელიც ინოვაციებითა და კრეატიულობით არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ გლობალურ მასშტაბზე ამკვიდრებს ახალ სტანდარტებს. კრეატიულობა და პროგრესი ის ღირებულებებია, რომელსაც კომპანია ეფუძნება და საკუთარი ყოველდღიურობის ნაწილად აქცევს, ამიტომაც, რეგიონში ყველაზე დიდი საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალის მხარდაჭერა SmartSoft-ისთვის სრულიად ბუნებრივი ნაბიჯი იყო.
კომპანიისთვის ფესტივალის სპონსორობა მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა არ ყოფილა, არამედ მათი მოტოს “Flying Even Higher” ლოგიკური დასტური. მათი მთავარი მიზანი იყო შეექმნათ ისეთი გამოცდილების, რომელიც ყველას დიდხანს დაამახსოვრდებოდა. ამის საუკეთესო მაგალითი გახდა მათი განსაკუთრებული ინსტალაცია – არგენტინის ნაკრების თემატიკით, რომელმაც დამსწრეების ყურადღება მიიზიდა როგორც ორიგინალური იდეით, ისე მოგვრილი ემოციებით.
SmartSoft არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური სპონსორი და მათი დიდი ოჯახის წევრია, და სწორედ ამ პარტნიორობის ხაზგასასმელად მათ ფესტივალის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა მსოფლიო ჩემპიონების გასახდელში შეეხედათ და იმ გარემოს ნაწილი გამხდარიყვნენ, რომელიც როგორც წესი, მხოლოდ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ეკუთვნით. სპეციალურად გაკეთებული ინსტალაცია ნაკრების რეალურ გასახდელს ჰგავდა – ოფიციალური მაისურებითა და ყველა დეტალით. მაგრამ ეს მხოლოდ დეკორაცია არ ყოფილა: გამოცდილებამ სტუმრებს ფეხბურთის სამყაროს ნამდვილ ნაწილად აგრძნობინა თავი და ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ადგილზე SmartSoft-ის გათამაშების გამარჯვებულმა მოიგო მაისური მესის და სხვა ვარსკვლავების ხელმოწერით. ფესტივალის გასართობ ნაწილში აქტივობები ამით არ ამოწურულა, გაიმართა Shuffle Boar-ის ტურნირი მონოჰოლში, სადაც უამრავი მონაწილე აქტიურად ჩაერთო. გამარჯვებულები პრიზებითაც დაჯილდოვდნენ, რამაც ატმოსფერო კიდევ უფრო სახალისო და ენერგიული გახადა.
ეს ყველაფერი არ არის. ფესტივალის ჩანთაში იპოვიდით SmartSoft-ის სპეციალურად მომზადებულ სასაჩუქრე ნაკრებს, რომელმაც ერთნაირად მიიპყრო ყველას ყურადღება და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ბევრი მონაწილე მოგვიანებით სოციალურ ქსელებში აღფრთოვანებით აქვეყნებდა, რომ საჩუქრები არა მხოლოდ ლამაზად შეფუთული არამედ მართლა გამოსადეგი და გააზრებულად შერჩეული იყო, როგორც პატარა გზავნილი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი მხოლოდ პროფესიული გამოცდილება კი არა, ემოციური მოგონებაც გახდეს.“
ფესტივალზე SmartSoft-ის გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ როდესაც ბრენდი გულწრფელად აზიარებს საკუთარ ისტორიას და ხედვას, ის ინდუსტრიას ბევრად მეტს აძლევს – შთაგონებას, რომელსაც ყველა მონაწილე ფესტივალიდან თან წაიღებს.
[R]









