in

SmartSoft X AFA: ვერცხლიდან ოქრომდე – როგორ შეიქმნა ლიმიტირებული ბომბერი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, SmartSoft-სა და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას (AFA) შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა. ქართულმა iGaming-კომპანიამ და მსოფლიო ჩემპიონებმა წარადგინეს ერთობლივი პროექტი, რომელიც არგენტინის ისტორიას თანამედროვე დიზაინში აცოცხლებს.

ეს ინიციატივა პარტნიორებს შორის არსებული ნდობის საუკეთესო მაგალითია. პროექტი არ შექმნილა ცალმხრივად; ის არგენტინის ფედერაციასთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგია. SmartSoft-ის ბრენდის და დიზაინის გუნდის მიზანი იყო შეექმნათ პროდუქტი, რომელიც ზუსტად ასახავდა ნაკრების იდენტობას. შედეგად, დიზაინმა, წარდგენისთანავე, AFA-ს უპირობო მოწონება დაიმსახურა.

ბომბერის მთავარი ნარატივი ეფუძნება არგენტინის ნაკრების ისტორიულ გზას:

 „არგენტინა“ მომდინარეობს სიტყვა Argentum-იდან, რაც ვერცხლის ქიმიური სახელწოდებაა. SmartSoft-მა ეს სიმბოლიკა გამოიყენა, რათა ეჩვენებინა ბრძოლისუნარიანობა – როგორ გადააქცია „ვერცხლის სახელით“ ცნობილმა ქვეყანამ თავისი ისტორია მსოფლიო ჩემპიონატის „ოქროს“ რეალობად. შექმნილი ლიმიტირებული ბომბერი ამ ისტორიის ვიზუალური თხრობაა. მასში გაერთიანებულია სიმბოლოები, რომლებიც ნებისმიერი გულშემატკივრისთვის წმინდაა:

„სამი ათიანი“: პატივისცემა ლეგენდარული 10 ნომრის მიმართ – რიცხვი, რომელმაც არგენტინის საფეხბურთო ეპოქები შექმნა.

სამი ვარსკვლავი: მსოფლიო ჩემპიონობის სამგზის ტიტული.

ოქროს ესთეტიკა: დიზაინში დომინირებს ოქროსფერი დეტალები, რაც სიმბოლურად „ვერცხლიდან“ საბოლოო გამარჯვებამდე განვლილ გზას კრავს.

ამ პროექტით SmartSoft და AFA აჩვენებენ, რომ მათი თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და პატივისცემას იმ გზის მიმართ, რომელიც იწყება ბრძოლით და გვირგვინდება ოქროს თასით.

ნახეთ ვიდეო პარტნიორობის უახლესი პროექტის შესახებ, რომელზეც სააგენტო CONTACT-მა იმუშავა:

[R]

Pinterest-მა 2026 წლის ფერების ტრენდები დაასახელა

ჯეიმს ვების ტელესკოპით, შავი ხვრელის გარშემო არსებული მტვრის გროვების რუკა შეადგინეს