in

ციფრული სააგენტო ,,სმარტ ვების’’ 2023 წლის გამორჩეული პროექტები

ციფრულმა სააგენტო ,,სმარტ ვებმა” 2023 წელს არაერთ პროექტზე იმუშავა. წარმოგიდგენთ კომპანიის ორ გამორჩეულ ნამუშევარს.

,,Tarra’’ არის ტარხუნის ლიმონათი, რომელიც სპეციალურად ამერიკის ბაზრისთვის შეიქმნა. ამერიკაში ბრენდის ჩამოყალიბების პარალელურად, საქართველოში, ციფრულ სააგენტო ,,სმარტ ვებში’’ ბრენდის ვიზუალური იდენტობა იქმნებოდა. Tarra-ს ლოგოს ინსპირაცია აღებულია ქართული ორნამენტისგან, რომელიც ხაზს უსვამს ტარხუნის ლიმონათის კავკასიურ წარმოშობას.

,,დამკვეთი ჩვენგან მინიმალისტურ და სადა დიზაინს ითხოვდა, ასევე სურდა მწვანე ფერის კომბინაცია.

სამუშაოების დასაწყისში ვიცოდით, რომ აქცენტი ქართულ თემატიკაზე უნდა გაგვეკეთებინა. დავიწყეთ ქართული ცეკვისა და ორნამენტების დაკვირვება.

ლოგოზე მუშაობის პროცესში აქტიური, თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია გვქონდა დამკვეთთან და ვაწვდიდით ინფორმაციას მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

ჩამოყალიბდა არაერთი იდეა და სკეტჩი, რომელთაგანაც გაკეთდა სამი ვერსია. ნეიტრალური და მინიმალისტური, მეორე ცეკვის თემატიკით და მესამე ქართული ორნამენტების ინსპირაციით. საბოლოოდ, დამკვეთთან ერთად მესამე ვერსია შეირჩა.

შეიქმნა ბრენდი ,,Tarra’’-ს ვიზუალური იდენტობა და ქილის დიზაინი. ტექსტიც და ლოგოტიპიც ქართული ორნამენტების ინსპირაციით გაკეთდა. მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოდ და სასიამოვნოდ წარიმართა. შედეგით კი როგორც ჩვენ, ასევე დამკვეთიც ძალიან კმაყოფილია’’ , — აღნიშნავს „სმარტ ვების’’ ბრენდ დიზაინერი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი.

ციფრული სააგენტოს მეორე გამორჩეული და საყვარელი პროექტი ,,საცუგეთია’’.

გუნდმა ,,საცუგეთის’’ რებრენდინგზე იმუშავა და კომპანიის ვიზუალური იდენტობა განაახლა. შეიქმნა ლოგო და ფერადი ბრენდინგი, ასევე პოსტერები სოციალური მედიისთვის.

,,გუნდის მიზანი მარტივი და ადვილად დასამახსოვრებელი ლოგოს შექმნა იყო, ეს სურდა დამკვეთსაც. მნიშვნელოვანი იყო ფერადი ბრენდინგის შექმნა, რადგან საქმე ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ეხებოდა. შესაბამისად, ლოგოდ ავიღეთ თათი, რომელსაც იდეური დატვირთვაც ჰქონდა და  ვიზუალურადაც ძალიან ლამაზი გამოვიდა’’, – აღნიშნავს „სმარტ ვების’’ ბრენდ დიზაინერი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი.

ციფრული სააგენტოს, „სმარტ ვების” მომსახურება ბრენდინგის გარდა, ასევე მოიცავს საიტისა და აპლიკაციის დამზადებას, სოციალური მედიის მართვას, SEO ოპტიმიზაციას, GOOGLE ADS, ქოფირაითინგსა და ფოტო-ვიდეო გადაღებას.

გაეცანი სააგენტოს პორტფოლიოს Behance-ზე ან Dribbble-ზე.

[R]

2023 წლის 5 ბესტსელერი ქართული და უცხოური წიგნი „ბიბლუსისგან“

მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების 99% გაანადგურეს