in

“ჩვენი მთავარი მიზანი, ძლიერი, მდგრადი და ინოვაციებზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის ჩამოყალიბებაა” – SMEDA

ბოლო რამდენიმე თვეა ონლაინ სივრცეში ძალიან აქტიურად შეხვდებით მრავალფეროვან ინფორმაციას მცირე და საშუალო ბიზნესთან დაკავშირებით, რომელსაც SMEDA გთავაზობთ. წარმოუდგენელია, რომ SMEDA-ს დახვეწილმა ვიზუალებმა, სოციალურ ქსელში პოსტების შინაარსმა და საინტერესო აქტივობებმა თქვენი ყურადღება არ მიიპყროს. ინტერესი დიდია – და არც გადაწყვეტილებამ დააყოვნა, რომ SMEDA-ს შესახებ გიამბოთ. ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ დეტალებზე, SMEDA-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – გიგა ფაიქიძე საუბრობს:

რა არის SMEDA და ვისთვის შეიქმნა ის?

მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაცია (SMEDA) არის პირველი ციფრული ასოციაცია საქართველოში, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესებს წარმოადგენს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ვინც პირდაპირ თუ ირიბად შესაძლოა გავლენას ახდენდეს ამ სექტორის არსებულ მდგომარეობასა თუ სამომავლო განვითარებაზე.

ასოციაციის მისიაც სწორედ ესაა, რომ ხელი შეუწყოს SME ბიზნესის მდგრადობას, ზრდას და განვითარებას – ადვოკატირების, კონსულტირებისა და სწავლება-გადამზადების გზით;

როცა ასოციაცია იქმნებოდა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ძლიერი, მდგრადი და ინოვაციებზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის ჩამოყალიბება, სადაც თითოეულ მეწარმეს განვითარების მრავალმხრივი და ამავდროულად თანაბარი შესაძლებლობები ექნებოდა, სადაც ყველა კომპანია, შეძლებდა საკუთარი ინტერესების პოვნას მიუხედავად მისი ზომის, საქმიანობისა თუ ლოკაციისა. უფრო რომ დავაკონკრეტო, SMEDA-ში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ კომპანიას (განურჩევლად იმისა, რეგისტრირებულია საქართველოში თუ ქვეყნის გარეთ), რომლიც იზიარებს SMEDA-ს ძირითად მიზნებსა და ღირებულებებს და მისი საქმიანობა არ ეწინააღმდეგება საკანონმდებლო თუ ზნეობრივ ნორმებს. ასევე, წევრის სტატუსით ველოდებით ნებისმიერ არაკომერციულ ორგანიზაციას და ფიზიკურ პირს, რომელსაც შეუძლია გარკვეული მატერიალური თუ არამატერიალური სარგებლის მოტანა ასოციაციისა და მისი წევრებისთვის.

როგორია თქვენი სამოქმედო არეალი და რატომ ციფრული ასოციაცია?

მარტივად ვიტყვი – SMEDA ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით! განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ რეგიონებს, რადგან ჩვენი ხედვით რეგიონებში არსებულ SME ბიზნესებს ყურადღება და მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ. რეგიონებში აქტიურად ოპერირების შესაძლებლობას კი ასოციაციის ციფრულად კომუნიკაციის კონცეფცია გვაძლევს.

ასევე, რეგიონებში უფრო ეფექტურად ოპერირებისთვის შევქმენით პოზიცია – SMEDA-ს ამბასადორი რეგიონში. უკვე გვყავს 3 ამბასადორი – სვანეთში, მთიან აჭარასა და შიდა ქართლში. ეტაპობრივად სხვა რეგიონებსაც მოვიცავთ.

ციფრულმა კონცეფციამ ბევრი უპირატესობები მოგვცა, მათ შორის:

  • მოცვამთელი საქართველოს მასშტაბით
  • კვლევები– ციფრული არხები შესაძლებლობას გვაძლევს ელექტრონულად მივიღოთ ინფორმაცია კონკრეტულ თემებზე და უფრო ეფექტიანად განვახორციელოთ ადვოკატირება
  • პანდემიის რისკების გავლენისშემცირება ასოციაციის საქმიანობაზე
  • ასოციაციის წევრებისგანინფორმაციის ეფექტურად მიღების შესაძლებლობა, რაც საშუალებას გვაძლევს ასოციაცია მაქსიმალურად მათ საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ
  • SME ბიზნესშიციფრული არხების გამოყენების უნარების ამაღლება
  • უფრო აქტიური და ეფექტიანინეთვორქინგი და გამოცდილების გაზიარება
  • უკეთესი ბიზნეს მოდელი– ასოციაციის მდგრადობის შენარჩუნების მეტი შესაძლებლობები

თუმცა, აქვე იმასაც დავამატებდი, რომ გარდა ციფრული არხებისა, რათქმაუნდა ასოციაციის საქმიანობა ასევე ფიზიკური ფორმითაც განხორციელდება.

SMEDA- წევრობით მიღებულ ბენეფიტებზეც რომ ვისაუბროთ

SMEDA-ს წევრობის პირობები შედგენილია იმ პრინციპით, რომ არსებობდეს საბაზისო ბენეფიტები, რომლითაც ასოციაციის ყველა წევრი ისარგებლებს და ასევე განსხვავებული საწევრო პაკეტები, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ წევრს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მასზე მორგებული სიკეთეები:

ძირითადი სარგებელი, რომლსაც იღებს SMEDA-ს ყველა წევრი არის შემდეგი:

  • ადვოკატირება და ლობირება შესაბამის უწყებებთან SME-სთან დაკავშირებულ ყველა რელევანტურ საკითხზე, საკანონმდებლო ბაზისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით
  • ნეთვორქინგი და გამოცდილების გაზიარება როგორც ქართული ისე უცხოური SME კომპანიებს შორის
  • SME ეკოსისტემის ეფექტიანად მუშაობისთვის მნიშვნელოვანი მრავალფეროვანი სერვისების მიწოდება წევრებისთვის განსაკუთრებული, ექსკლუზიური პირობებით
  • ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გამოვლენაში დახმარება
  • ორგანიზაციულ გაძლიერებაში მხარდაჭერა გადამზადებისა და კონსულტირების გზით
  • პროდუქციისა და მომსახურების სხვადასხვა ბაზრებზე ექსპორტირების მხარდაჭერა
  • ბიზნესის მართვის ინოვაციური და თანამედროვე მიდგომების დანერგვაში ხელშეწყობა
  • წარმოებული პროდუქციის თუ მომსახურების ხარისხის ამაღლებაში მხარდაჭერა
  • კვლევისადა განვითარების (R&D) მხარდაჭერა
  • მდგრადობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაში ხელშეწყობა
  • დამატებითი ბენეფიტები SMEDA- წევრებისთვის
  • ფინანსებზე ხელმისაწვდომობაში მხარდაჭერა
  • გაციფრულებაში (Digitalization) მხარდაჭერა

გარდა იმ ბენეფიტებისა, რომელსაც SMEDA საკუთარ წევრებისთვის უზრუნველყოფს, SMEDA-ს ნებისმიერ წევრს (რასკავირველია შესაბამისი საწევრო პაკეტების გათალისწინებით) შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს სპეციალური პირობებით ისეთ პროფესიულ სერვისებზე, რომელის მნიშვნელოვანია ბიზნესის სწორად წარმართვის პროცესში

  • აუდიტორული და საგადასახადო მომსახურება
  • იურიდიული მომსახურება
  • ადგილობრივი და უცხოური ბაზრების კვლევა
  • შრომის უსაფრთხოება
  • წარმომადგენლობა საფინანსო ინსტიტუტებთან, ინვესტორებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან
  • ციფრული მარკეტინგი
  • ტურისტული სერვისები
  • დაზღვევა
  • სერტიფიცირება/აკრედიტაცია
  • IT სერვისები
  • ტრენინგები
  • და ა.შ.

ასევე, SMEDA-ს წევრებისთვის მუდმივად იქნება სპეციალური და მრავალფეროვანი შეთავაზებები სხვადასხვა პროდუქტებსა თუ სერვისებზე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისგან.

რა არის ასოციაციის მოკლე და საშუალო ვადიანი პრიორიტეტები?

როგორც უკვე აღვნიშნე, გამოწვევები მცირე და საშუალო ბიზნესში მრავლადაა, თუმცა ამ გამოწვევებშიც, განსაკუთრებით პრიორიტეტულ საკითხებს გამოვყოფდი:

  • SME ბიზნესის გაციფრულება
  • ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა
  • გაყიდვები და მარკეტინგი
  • მართვის ინოვაციური და თანამედროვე მიდგომების დანერგვა
  • გამოცდილების გაზიარება (ქართული და უცხოური პრაქტიკა)
  • SME ბიზნესის ინტერნაციონალიზაცია

SMEDA-ში გაწევრიანების პირობებზეც რომ გვიამბოთ

SMEDA-ში 3 საწევრო პაკეტი გვაქვს

  • SME ბაზისი
  • SME სტანდარტი
  • SME პრემიუმი

პაკეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე იხილოთ –www.sme.org.ge. აქვე გეტყვით ჩვენი ვებ გვერდის შესახებ – SME პორტალი არის ყველაზე დიდი სივრცე საქართველოში, რომელიც SME ბიზნესისთვის საინტერესო ინფორმაციას აერთიანებს. პორტალი დახვეწილია ტექნოლოგიურად და შესაძლებლობას იძლევა ასოციაციის წევრი გახდეთ საიტიდანვე, ასევე ელექტრონული კომერციის მოდულის გამოყენებით შეიძინოთ სასურველი სხვადასხვა პროფესიული სერვისები.

საბაზისო პაკეტით სარგებლობა პირველი 6 თის განმავლობაში სრულიად უფასოა!

პირველი 6 თვე არის ის დრო, რომლის განმავლობაშიც ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ახალ წევრს, რომ ის ნამდვილად იმ ბიზნეს გაერთიანებაში მოხვდა, რომელიც მისთვის რეალური სარგებლის მომტანია. 6 თვის გასვლის შემდეგ ყოველი წევრი ინდივიდუალურად გადაწყვეტს რომელი საწევრო პაკეტით სურს სარგებლობა ან მიიღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის დატოვების შესახებ.

ყველას აქვს შესაძლებლობა გახდეს SMEDA-ს წევრი, რაც მარტივად, ჩვენი ვებ გვერდიდან არის შესაძლებელი – www.sme.org.ge.

[R]

როგორ დაიწყო ჯეკ დორსიმ Twitter

“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ