in ,

რა გავლენა აქვს სურნელსა და ხმას ჩვენს გარეგნობაზე?

ვის ვხედავთ სარკეში, ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ განათების მოქმედება და „სწორი“ კუთხის შერჩევა. ჩვენი წარმოდგენები საკუთარი გარეგნობის შესახებ, რეალური ფიზიკური მახასიათებლების სუბიექტური ინტერპრეტაციაა. თავის მხრივ, მასზე გავლენა აქვს გრძნობებს და იმ შედარებებს, რომლებსაც ჩვენს იდეალებთან მიმართებით ვიყენებთ – „მინდა, მეც ასე გამოვიყურებოდე“.

როგორც ირკვევა, ამის პარალელურად ჩვენი გარეგნობის თვითაღქმაზე მოქმედებს სენსორული სტიმულებიც – კონკრეტული არომატი და ხმა თავს გამხდარ პიროვნებად წარმოგვადგენინებს, და პირიქით.

კვლევა 2019 წელს ჩატარდა, სასექსის უნივერსიტეტის კომპიუტერისა და ადამიანის ურთიერთქმედების ლაბორატორიის (SCHI), ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ურთიერთქმედების ცენტრისა (UCLIC) და მადრიდის კარლოს III-ის სახელობის უნივერსიტეტის (UC3M) თანამშრომლობით.

კვლევისთვის ორი ექსპერიმენტი იყო საჭირო. პირველის ფარგლებში გამოიყენეს ლიმონისა და ვანილის არომატები, რომელთა „გავლენის ქვეშაც“ მონაწილეებმა საკუთარი თავის იდეალური ვერსიის 3D მოდელი შექმნეს. შედეგად აღმოჩნდა, რომ ლიმონის სურნელი ასოცირდება სიგამხდრესთან, ვანილის კი, პირიქით – სიმსუქნესთან.

მეორე ექსპერიმენტმა კი ხმის მოქმედების გავლენა წარმოაჩინა. როდესაც მონაწილეებს სწრაფი ნაბიჯების ხმა ესმოდათ, თავს უფრო მსუბუქად და ხალისიანად გრძნობდნენ და შესაბამისად მოძრაობდნენ. სუნამოს ფსიქოლოგიური ეფექტი კიდევ უფრო გამოიკვეთა ხმოვანი მანიპულაციების შერწყმისას.

საინტერესოა, რომ კვლევის თანახმად, ხმა უფრო მეტად მოქმედებს ადამიანის არაცნობიერ ქცევაზე, ხოლო სურნელი – ცნობიერზე.

რატომ ხდება ეს?

მკვლევართა თქმით, ჩვენს ტვინს აქვს საკუთარი გარეგნობის რამდენიმე ფსიქიკური მოდელი, რომლებიც აუცილებელია გარემოში წარმატებული ურთიერთქმედებისათვის. სხეულის აღქმა, გარედან და შიგნიდან მიღებული სენსორული იმპულსების პარალელურად, მუდმივ განახლებას განიცდის.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ეს ახალი აღმოჩენა, მსგავსი ექსპერიმენტების თერაპიის დროს გამოყენება ადამიანებს გარეგნობის კომპლექსის დაძლევაში დაეხმარება.

ფიზიკოსებმა საოცრად ზუსტი საათი შექმნეს

Riha

RIHA – რატი ონიანის ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტი სვანური ფესვებით