30
May
2017

აპარატი სმენადაქვეითებულებისთვის, რომელიც მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გვატყობინებს

30 May 2017

Elit Electronics
Elit Electronics


მხოლოდ იმიტომ, რომ სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა კომფორტული და მოსახერხებელი აპარატების შექმნა, ისინი რეგულარულად საკმაოდ დიდი საფრთხის ქვეშ არიან. ძირითადი საშიშროება ღამითაა მოსალოდნელი, როდესაც ადამიანი აპარატს არაკომფორტულობის გამო იხსნის, ამ დროს სრულიად წყდება გარესამყაროს და უბედური შემთხვევების რისკიც საგრძნობლად მატულობს. სწორედ მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი აპარატები შექმნა. ჩვეულებრივი სმენის აპარატებისგან განსხვავებით, მათ დამატებული და გაუმჯობესებული ფუნქციები აქვთ, ღამით, იმისთვის, რომ ადამიანი ძილში არ შეწუხდეს, მისი ხელზე გაკეთებაა შესაძლებელი, ხოლო სპეციალური სენსორებითა და ხმოვანი სისტემით, სამაჯური შესაძლო რისკებს აღიქვამს და ვიბრაციის საშუალებით, ატყობინებს მის პატრონს.

განხილვა