in

მეცნიერებმა ხმაურიან სიტუაციებში სმენადობის გაუმჯობესების გზას მიაკვლიეს

თუ ხმაურიან ოთახებში რაიმეს გაგება ან საუბარი გიჭირთ, შეიძლება ეს ტვინთან დაკავშირებული პრობლემებით იყოს გამოწვეული, რაც ხმის სწრაფი ცვლილებების დამუშავებას ეხება. ახალი კვლევა კი სწავლის ტექნიკას წარმოგვიდგენს, რომელიც ამ გამოწევის მართვასა და მოსმენის უნარის გაუმჯობესებას ეხება.

M2
M2

„სიჩქარის ამოცნობის ტრენინგის“ სახელით ცნობილი ტექნიკა მოიცავს ვარჯიშს, რომელიც ტვინს ეხმარება, ხმის სიჩქარე გაარჩიოს. და როგორც კვლევა ცხადყოფს, ამ მეთოდს მილიონობით ხანდაზმული ადამიანის სმენის გაუმჯობესების პოტენციალი აქვს. რა თქმა უნდა, აქ ისიც არის გათვალისწინებული, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ბგერების გარჩევის უნარი იკლებს.

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ბგერების დახვეწილი ცვლილებების შემჩნევა დამოკიდებულია ტვინის უნარზე, დროთა განმავლობაში გადაამუშაოს ხმის სტიმული. ამას სმენის დროითი დამუშავება ეწოდება, რასაც მეტყველების ჩვენეულ გაგებაზე აქვს გავლენა — სხვა სიტყვებით, ის გვეხმარება გავიგოთ ყველა ხმა, რომელიც ჩვენს ყურამდე აღწევს.

„გარკვეული მტკიცებულება ვნახეთ იმისა, რომ ეს დროებითი დამუშავების დეფიციტი შეიძლება გაუმჯობესდეს ცხოველთა მოდელებში. ახლა კი ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შედეგს ადამიანების შემთხვევაშიც მივაღწიეთ“, — ამბობს სმენის ნეირომეცნიერი სამირა ანდერსონი, მერილენდის უნივერსიტეტიდან.

კვლევის ფარგლებში სულ 40 მოხალისე მონაწილეობდა. ექსპერიმენტი ცხრა სესიას მოიცავდა — თითოეული 45-60 წუთს გრძელდებოდა და ამ დროის განმავლობაში ცდისპირებს სთხოვდნენ, სწრაფად ცვალებადი ხმების სიმრავლე განესხვავებინათ. უფრო კონკრეტულად, მათ უნდა დაედგინათ მაღალი თუ დაბალი ტონები და მათი ცვლილებების სიხშირე.

37 მონაწილისგან შემდგარ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომელთა სესიებიც მოიცავდა ტონის უფრო მარტივ სავარჯიშოს, ზემოთ ხსენებულმა ცდისპირებმა ტონების სიმაღლისა და სიჩქარის განსხვავება გაცილებით კარგად შეძლეს. ზოგადად, ხმის ამოცნობის ტესტს ყველა უკეთ გაუმკლავდა ტრენინგის შემდეგ, ვიდრე მანამდე.

„შედეგებს კლინიკურად შესასრულებელი სასწავლო პროგრამების შესამუშავებლად გამოვიყენებთ, რომლებსაც ხანდაზმულების სმენის უნარის გაუმჯობესება შეეძლება“, — აღნიშნავს მერილენდის უნივერსიტეტის აუდიოლოგი, სანდრა გორდონ-სალანტი.

დამდეგ მსოფლიო ჩემპიონატს გილოცავთ, საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად დაიწყო!

როგორ შევარჩიოთ სწორი პლატფორმა თქვენი სოციალური მედიის მარკეტინგისთვის