iGaming ინდუსტრიაში წამყვანი ღონისძიებების ორგანიზატორი SBC Gaming-ისა და ქართული კომპანიის, SMH-ის ორგანიზებით თბილისში აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთისთვის პირველი სამიტი SBC Summit Tbilisi ჩატარდება. ღონისძიება გაიმართება 2023 წლის 23-24 ოქტომბერს შერატონ მეტეხი პალასში, და მასში iGaming-ის და სპორტული ინდუსტრიის 1000-ზე მეტი მაღალი რანგის პროფესიონალი მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
2022 წელს უკრაინის სოლიდარობის ნიშნად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ არ მომხდარიყო ღონისძიების რელოკაცია. ამის პარალელურად SBC-ს ორგანიზებითა და SMH – ის მხარდაჭერით შეიქმნა ფონდი, რისი მეშვეობითაც მოხდა ინდუსტრიიდან სოლიდური თანხის მობილიზება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
აღსანიშნავია რომ უკრაინელთა მნიშვნელოვანი დახმარება მოხდება SBC Summit Tbilisi-ზე შემოსული თანხიდანაც.
2020-2021 წელს SMH-თან პარტნიორობით SBC Gaming-მა SBC Digital Summit CIS (ციფრული) და SBC Summit CIS კიევში გამართა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ამ ორ ორგაიზაციას შორის უკვე არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა.
SBC Summit Tbilisi შეაჯამებს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და დაეხმარება როგორც მარეგულირებლებსა, ასევე სექტორის წარმომადგენლებს ინფორმაციის ეფექტურად გაცვლაში.
ღონისძიება გააერთიანებს ინდუსტრიის ლიდერებს, პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოფებს, ასევე უზრუნველყოფს ნეთვორქინგის შესაძლებლობებს.
სამიტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს გამოფენა, რომელიც არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ნებიმისმიერი ადგილობრივი ბიზნესისთვის, რათა მოახდინონ საკუთარი სერვისებისა თუ პროდუქტების დემონსტრირება iGaming ინდუსტრიის წარმომადგენლების და მათ შორის 30-ზე მეტი გეიმინგ ოპერატორის წინაშე და სამომავლოდ შეძლონ მათთან საქმიანი ურთიერთობის წარმატებით დამყარება.
ამავდროულად სტუმრებს ექნებათ ექსპერტებისგან ინფორმაციის მიღების, ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან გაცნობისა და iGaming და სპორტული ბეთინგის სექტორში მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების შესაძლებლობა.
SBC Gaming 2009 წელს დაარსდა ლონდონში რასმუს სოიმარკის მიერ და დღესდღეობით წარმოადგენს უმსხვილეს iGaming ორგანიზაციას მსოფლიოს მასშტაბით. SBC აერთიანებს რამდენიმე მიმართულებას: სამიტებს და ღონისძიებებს, საინფორმაციო მედიას, ინდუსტრიის დაჯილდოებას, დიდების დარბაზს, კონსალტინგს, რითაც ეხმარება სექტორს სწორად განვითარებაში.
SMH 2016 წელს საქართველოში დაფუძნდა და წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციას iGaming-ის და სპორტის მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
[R]