SMH Sports-ის მხარდაჭერით, 8 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში, Cavea წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს, „თოფურია მატადორი”.
გზა – ომიდან ჩემპიონობამდე, პირველი ნაბიჯები სპორტში, სამშობლოს დატოვება, სირთულეების დაძლევა, ვარჯიშის გაგრძელება, ბრძოლა ჩემპიონობისთვის და გამარჯვება – აღნიშნული ფილმი UFC-ს პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ცხოვრების შესახებ გვიყვება.
„თოფურია მატადორი” – დოკუმენტური ჟანრისა და სპორტული თემატიკის ფილმში გადმოცემულია ჩემპიონის ამბავი. როგორ შეძლო ნებისყოფით, შეუპოვარი და დაუღალავი შრომით ქართველმა ბიჭმა მთელი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა და ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მებრძოლად ჩამოყალიბება. ფილმი დეტალურად ასახავს ილია თოფურიას კარიერის პირველ ნაბიჯებსა და იმ წარმოუდგენელ სირთულეებს, რომელთა დაძლევაც მან შეძლო.
ფილმში, ასევე, ნაჩვენებია ის გამოწვევები და სირთულეები, რომლის წინაშეც არა მხოლოდ ილია, არამედ მთელი საქართველო იდგა. ეს ისტორია ერთგვარად ყველა იმ ადამიანს ეხება, რომელსაც ამ პერიოდის გავლა მოუწია.
UFC-ს ჩემპიონობა, MMA-ში ყველაზე დიდი მიღწევაა, ქართველი ჩემპიონის გამარჯვება არ ნიშნავს მხოლოდ ერთი ადამიანის გამარჯვებას. ილიას განვლილი ცხოვრება, შემართება და კარიერის მწვერვალი იმის სიმბოლოა, რომ რთული გარემო ფაქტორების მიუხედავად, ბრძოლა არასოდეს უნდა შეწყვიტო, არასოდეს დანებდე და აუცილებლად გაიმარჯვებ.
შეგახსენებთ, ილია თოფურიამ 17 თებერვალს UFC-ს 298-ე ღონისძიებაზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი მოიპოვა – ქართველმა ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
26 ოქტომბერს კი ილია თოფურიამ აბუ-დაბიში გამართულ UFC-ს 308-ე ღონისძიებაზე, მაქს ჰოლოვეის მესამე რაუნდში ნოკაუტით სძლია და ქამარი დაიცვა. ილია დაუმარცხებელი მებრძოლია, ქართველს 16 ბრძოლიდან 16 გამარჯვება აქვს.
SMH Sports ფილმის წარმდგენი და ოფიციალური პარტნიორია. კომპანია ჩართულია ქართული სპორტის პოპულარიზაციაში და ქართველი სპორტსმენების მიღწევებს აქტიურად აცნობს ფართო აუდიტორიას.
SMH Sports-ის მხარდაჭერით, უკვე გამოიცა წიგნი ,,დედა და ილია,” წიგნის ავტორია გიორგი კეკელიძე. წიგნში დეტალურად არის მოთხრობილი ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრება.
SMH Sports არის საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმატებით ოპერირებს მედიის, სპორტისა და iGaming-ის მიმართულებით.
SMH Sports ექსკლუზიურად თანამშრომლობს მსოფლიო სპორტულ ბრენდებთან, როგორებიცაა: La Gazzetta dello Sport, Esports Insider, Setanta Sports, SBC Gaming, Kinkladze Global და სხვა.
SMH Sports უწევს სპორტულ მარკეტინგულ და საკონსულტაციო მომსახურებას მსოფლიო დონის სპორტსმენებს, სპორტულ კლუბებსა თუ ფედერაციებს.
SMH Sports ქართული სპორტის აქტიური მხარდამჭერია.
[პარტნიორის კონტენტი]