SMH Sports-ის შუამდგომლობით, 2024/25 საფეხბურთო სეზონის განმავლობაში, საფეხბურთო კლუბი “SSC Napoli” ითანამშრომლებს Maneki Crypto-სთან, რაც კლუბისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია გულშემატკივრების ჩართულობის გასაუმჯობესებლად ციფრულ სივრცეში.
Maneki Crypto არის პლატფორმა, რომელიც კრიპტოვალუტის მზარდი სამყაროს მეშვეობით, უნიკალურ შესაძლებლობებს შესთავაზებს გულშემატკივრებს. ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს გააძლიეროს კავშირი კლუბსა და მის მხარდამჭერებს შორის, ციფრულ სფეროში ახალი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების ათვისებით.
კლუბის CCO-მ, ტომასო ბიანკინიმ განაცხადა:
„მივესალმებით Maneki Crypto-ს, როგორც ჩვენს პარტნიორს! ეს თანამშრომლობა დასტურია ინოვაციებისადმი ჩვენი მუდმივი ერთგულებისა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივრები ყოველთვის ჩვენ გვერდით იყვნენ და მიიღონ საინტერესო გამოცდილება. Maneki Crypto-სთან ერთად, შევძლებთ ჩვენი სერვისის ტექნოლოგიურად განახლებასა და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას. “
SMH Sports-ის შუამდგომლობით, Maneki Crypto ოფიციალურად, SSC Napoli-ის რეგიონული პარტნიორი იქნება, რითაც ნაპოლის საშინაო მატჩებისას, ფეხბურთის მილიონობით გულშემატკივართან წვდომას მიიღებს და მხარდამჭერებს საშუალებას მისცემს ექსკლუზიური წვდომა ჰქონდეთ ინოვაციებსა და სპეციალურ შეთავაზებებზე.
SMH Sports-ი არის საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმატებით ოპერირებს მედიის, სპორტისა და iGaming-ის მიმართულებით.
SMH Sports-ი ექსკლუზიურად თანამშრომლობს მსოფლიო სპორტულ ბრენდებთან, როგორებიცაა: La Gazzetta dello Sport, Esports Insider, Setanta Sports, SBC Gaming და სხვა.
SMH Sports-ი უწევს სპორტულ მარკეტინგულ და საკონსულტაციო მომსახურებას მსოფლიო დონის სპორტსმენებს, სპორტულ კლუბებსა, თუ ფედერაციებს.
SMH Sports-ი ქართული სპორტის აქტიური მხარდამჭერია.
[R]