in ,

Smirnoff-ი თქვენი სელფისგან ინდივიდუალურ კოქტეილს ქმნის

სელფებს ყველა ვიღებთ: მარტო, ან მეგობრებთან ერთად, ლამაზ ფონზე, ან უბრალოდ, სუფრასთან. ზოგიერთისთვის სელფი ყოველდღიური ტრადიცია გახდა. Smirnoff-მა ეს თემა საინტერესოდ გამოიყენა და ინტერნეტში სელფ-კონკურსი მოაწყო, შემდეგ კი Facebook Lifestream-ის საშუალებით, ფოტოები კოქტეილებად გადააქცია. მომხმარებლებმა 2 კვირის მანძილზე 600-ზე მეტი ფოტო გამოგზავნეს. ყოველ კვირას, 3 ფინალისტი სელფის შესაბამისად, სამი ახალი კოქტეილი კეთდებოდა. საბოლოოდ, 6 უახლესი კოქტეილი შეიქმნა, რომლებსაც, სელფიდან გამომდინარე, ინდივიდუალური სახელები დაარქვეს. კონკურსის გამარჯვებულ კოქტეილს Bring On Winter ჰქვია.

Smirnoff-მა ასეთი აქტივობით საზოგადოების კეთილგანწყობა გამოიწვია. კონკურსს 3 მილიონამდე გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელში ამ აქციას #purepotential ჰეშთეგით მოძებნით.

 

რეკლამაზე სააგენტო  Young + Shand, Auckland-მა იმუშავა.

Pornhub-ის დელიკატური შემოთავაზება, სპეციალურად, ოლიმპიური სეზონისთვის – ანიმაციური ვიდეორგოლი

ოქროს გამოწვევა ოლიმპიური ჩემპიონისგან, რომელიც უკვე 48 წელია ერთ სადღეგრძელოს ელის