in

შექმნეს ჭკვიანი ყელსაბამი, რომელიც მწეველებს სიგარეტის მიტოვებაში ეხმარება

ყოველწლიურად სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამო უამრავი ადამიანი იღუპება, ჯანდაცვის სექტორი კი ამ მიმართულებით $600 მილიარდზე მეტს ხარჯავს… თუმცა სტატისტიკა სულ უფრო მწვავე ხდება, რადგან სიგარეტზე უარის თქმა ბევრ ადამიანს უძნელდება — რიგ შემთხვევებში ნიკოტინის პლასტირების დაკვრა, მედიტაცია და ცხოვრების წესის შეცვლაც არ ამართლებს.

თუმცა ცდას არაფერი უდგას წინ და Northwestern University-ის მკვლევრებმა წამოიწყეს ახალი პროექტი, „SmokeMon“. ეს არის ჭკვიანი ყელსაბამი, რომელიც თამბაქოს მომხმარებლებს თავის კონტროლში ეხმარება — პირველ რიგში, ის თვალს ადევნებს მოწევის ჩვევებს: ხანგრძლივობას, ჩასუნთქული კვამლის რაოდენობას და ამოსუნთქვებს შორის არსებულ ინტერვალს. მკვლევართა ჯგუფი ამ ინდექსებს „მოწევის ტოპოგრაფიას“ უწოდებს. შემდეგ კი ყელსაბამი შეგროვებულ ინფორმაციის იმ ასოციაციების დასადგენად იყენებს, რომლებიც ამა თუ იმ დაავადების განვითარების საფრთხეს მოასწავებს.

ამავდროულად, ჭკვიანი ყელსაბამი რეალურად აიძულებს ადამიანებს, მოწევას შეეშვან. ინდვიდუალური მახასიათებლების შესწავლის შედეგად, სისტემა ადგენს, რამდენად დამოკიდებულია მომხმარებელი მოწევაზე და როდისაა დამხმარე სპეციალისტის ჩართვა საჭირო.

ამჟამად SpokeMon მხოლოდ ჩვეულებრივ, ტრადიციულ სიგარეტებზე მუშაობს, მაგრამ გუნდი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ტექნოლოგია ელექტრო სიგარეტებზეც იქნება მორგებული.

შევხვდებით ახალ სიმაღლეზე!

ანი გვათუა – #პირველისამსახური