in

სნუპ დოგის „კურთხევა“ და კამპანია Smoooth Dogg

რამდენიმე დღის წინ, ამერიკელი მილიონერი რეპერი – სნუპ დოგი, შვედური ფინანსური ტექნოლოგიების გიგანტის – Klarna-ს აქციონერი და სარეკლამო სახე გახდა. კომპანიამ აღნიშნულ ფაქტს სპეციალური ვიდეორგოლი მიუძღვნა, სადაც რეპერის ერთგვარი კურთხევაა აღბეჭდილი. გარდა ამისა, Klarna-მ ამ ვიდეორგოლით დაიწყო კამპანია, სახელად Smoooth Dogg, რომლითაც აღნიშნავს სნუპ დოგთან თანამშრომლობას და ამასთან, მოუწოდებს მომხმარებლებს მოქნილი გადახდებისკენ. აღსანიშნავია, რომ Klarna ევროპისა და აშშ-ს მასშტაბით, მომხმარებლებს „ჯერ შეიძინე და შემდეგ გადაიხადე“ სერვისს სთავაზობს. ვიდეორგოლზე სააგენტო DDB-მ იმუშავა.

 

https://www.youtube.com/watch?v=i57wmNb92Qs

„შეჭამე, რომ დაამარცხო“, ანუ აჩვენეთ ეს ვიდეორგოლი ბავშვებს

ახალი თოქშოუ Silk Universal-ზე – „ფოკუსი“, რომელსაც ეკა ადეიშვილი გაუძღვება