in ,

smsoffice.ge – მომხმარებლებთან ურთიერთობის მარტივი მეთოდი

Startauperi
Startauperi

ბოლო რამდენიმე წელია ყველა, ვინც მობილური ტელეფონით ვსარგებლობთ ყოველდღიურად ვიღებთ რამდენიმე სარეკლამო შეტყობინებას. კონკურენციის პირობებში, კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მიაწოდონ ინფორმაცია. ბიზნესის მფლობელებს sms-ების დაგზავნის მოსახერხებელ ფორმას კომპანია smsoffice სთავაზობს. მთავარი კომფორტი მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიის წარმომადგენლებს თავად შეუძლიათ sms-ების დაგზავნა ძალიან მარტივი პროცედურის გავლით, სპეციალური ვებ გვერდის საშუალებით. მომსახურების შესახებ მარკეტერს კომპანიის დირექტორი და მრჩეველი ზურა კერძევაძე ესაუბრა.

smsofficeM: გვიამბეთ თქვენი კომპანიის კონცეფციის შესახებ

smsoffice.ge ბიზნესის მფლობელებს აძლევს საშუალებას გაუგზავნონ მომხმარებლებს ესემესები და ამ გზით უთხრან მომხმარებლებს თავიანთი სათქმელი. ბიზნესის მფლობელები რეგისტრირდებიან საიტზე, ამას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ქმნიან ბრენდ სახელს და აგზავნიან ესემესებს ისევე მარტივად, როგორც მაგალითად მეილის გაგზავნაა.

სისტემა მარტივი და მოქნილია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეინახოს კონტაქტები, დაყოს სიებად, დაათვალიეროს მის მიერ განხორციელებული კამპანიები დ ყველაზე მნიშვნელოვანი – ნახოს მიღების უწყისები – რამდენ ნომერთან მივიდა მის მიერ გაგზავნილი შეტყობინება, რამდენთან არა და რა მიზეზით.

M: ვის ეკუთვნის კომპანიის შექმნის იდეა და როგორ გაჩნდა იდეა შეგექმნათ მსგავსი პროექტი ?

კომპანიის შექმნის იდეა მე მეკუთვნის, როცა ესემეს მარკეტინგი პოპულარული გახდა ჩვენს რეალობაში, გამიჩნდა აზრი, რომ კარგი იქნებოდა ადამიანებს თავად შეძლებოდათ მარტივად გაეგზავნათ ესემესები.

M: რამდენი ხანია რაც დაიწყეთ მუშაობა ?

კომპანია 2011 წლიდან არსებობს. ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად იხვეწება იდეა და ვებ გვერდი, ემატება ახალი ფუნქციები. მომხმარებელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, ჩვენც ყურადღებით ვუსმენთ მათ. ეს გვეხმარება ვებ გვერდი მათ საჭიროებებს მოვარგოთ.

 

logo sms officeM: რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა ? 

ბევრი კომპანია არსებობს, რომელიც სთავაზობს ბიზნესს ესემესების გაგზავნას მომხმარებლებთან. ჩვენ ვცდილობთ კლიენტებს შევთავაზოთ ისეთი რამ, რაც კონკურენტებს არ აქვთ. რამდენიმე ფაქტორს შეგვიძლია გავუსვათ ხაზი, ჩვენთან სრული პროცესი მიმდინარეობს ვებ გვერდის საშუალებით. კლიენტი თავად აკეთებს ყველაფერს.

მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ძალიან მოსწონთ ჩვენი რეპორტინგის სისტემა. ასევე მოსწონთ, რომ ჩვენს საიტზე უფასოა ბრენდ სახელების შექმნა. ნებისმიერი რაოდენობის ბრენდ სახელების შექმნა. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს გაიცნონ ერთმანეთი, შეამხანაგდნენ, ერთად შეიძინონ ესემესების პაკეტები და გადაიხადონ ნაკლები. ამას ჩვენი ფეისბუქ-მარკეტის საშუალებით ვაკეთებთ. მარტივია ჩვენი სისტემის ინტეგრაცია მომხმარებლის სისტემასთან. პირდაპირ საიტზე გვიდევს დოკუმენტაცია, ტექნიკური აღწერა იმისა, როგორ უნდა მოხდეს ინტეგრაცია.

საიტი ოპტიმიზირებულია მობილური ტელეფონებისთვის. მობილურშიც ისევე ლამაზად ჩანს, როგორც კომპიუტერის ეკრანზე.

M: რა საშუალებებით ცდილობთ მომსახურების პოპულარიზაციას ?

მომსახურების პოპულარიზაციას ვცდილობთ ფეისბუქზე რეკლამით.

ასევე ძალიან გვეხმარება word of mouth, ბევრი გვიკავშირდება ჩვენი არსებული მომხმარებლების რეკომენდაციით. ჩვენს შემთხვევაში, მომხმარებლის რეკომენდაცია აღმოჩნდა პოპულარიზაციის ყველაზე წარმატებული ხერხი .

M: რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

ჩვენი მიზანია ესემესების დემოკრატიზაცია. გვინდა ესემესები ხელმისაწვდომი გავხადოთ მცირე ბიზნესისთვის – შევთავაზოთ იაფი და მოხერხებული ინსტრუმენტი.



გრძელდება Airbnb-ს სარეკლამო კამპანია “Live There”

3 ვიდეო და ნიკორას ერთგულების კამპანია! ექსკლუზიურად მარკეტერზე