in

SN Georgia-ს ბაზაზე ახალი კრეატიული კომპანია SN Creative დაარსდა – სრული მარკეტინგული სერვისი ერთ სივრცეში

სარეკლამო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია SN Georgia განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. მისი დამფუძნებლის, ნიკა გვაზავას ინიციატივით, არსებული სარეკლამო საწარმოს ბაზაზე ახალი კრეატიული კომპანია SN Creative შეიქმნა.

ახალი კომპანიის მთავარი მიზანი ბაზარზე ამომწურავი კრეატიული სერვისის დამკვიდრებაა. SN Creative ერთ სივრცეში აერთიანებს პროექტის ყველა ეტაპს: ორიგინალური კონცეფციის შექმნას, სტრატეგიულ დაგეგმვას, პროექტის მენეჯმენტსა და მზა სარეკლამო პროდუქტის უშუალო დამზადებას.

იდეიდან რეალიზაციამდე

SN Creative-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა პროცესის სრულად მართვაა. კომპანიებს აღარ დასჭირდებათ სხვადასხვა კონტრაქტორთან თანამშრომლობა, გუნდი პროექტზე პირველადი კრეატიული კონცეფციის შექმნიდან საბოლოო ფიზიკური თუ ციფრული პროდუქტის მიღებამდე მუშაობს.

ამ პროცესს ამყარებს SN Georgia-ს ტექნიკური და საწარმოო ბაზაც, რომელიც ახალ კომპანიას საშუალებას აძლევს, განსხვავებული სირთულის კრეატიული იდეები ზუსტად, სწრაფად და ხარისხის სრული კონტროლით განახორციელოს.

„ჩვენი მთავარი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ არ ვართ მხოლოდ კრეატიული იდეების გენერატორი კომპანია – გვაქვს რეალური რესურსი და გამოცდილება, რომ ეს იდეები თავადვე ვმართოთ და მზა, ხარისხიან პროდუქტად ვაქციოთ. SN Creative არის ადგილი, სადაც კრეატივი და ტექნიკური შესრულება ერთმანეთთან იდეალურ სინთეზშია“, – აღნიშნავს ნიკა გვაზავა.

SN Creative უკვე თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბრენდებთან და მათ მასშტაბური თუ ინდივიდუალური პროექტების განხორციელებაში ეხმარება.

სამომავლოდ, კომპანიისგან ბევრ საინტერესო და განსხვავებულ კამპანიას ველით!

[პარტნიორის კონტენტი]

BTU AI-აგენტების აკადემია – პროფესიული AI-აგენტები რეალური სამუშაოსთვის

ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის – რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან