in

Snap და Vogue მაღალ მოდას ტექნოლოგიებთან აკავშირებენ

Snap-მა Vogue-თან თანამშრომლობის შედეგად, Cannes Lions-ზე გაფართოებული რეალობის ლინზების სერია წარმოადგინა. უფრო კონკრეტულად, მათ გაფართოებული რეალობის ფილტრი გამოუშვეს, რომელიც ძვირადღირებული დიზაინერების ტანსაცმლის მორგების საშუალებას გაძლევთ.

კანში, Arts La Malmaison-ის ცენტრში გამართულ გამოფენაზე, სახელწოდებით Vogue x Snapchat, წარმოდგენილია Balenciaga-ს, Dior-ის, Gucci-ს, Stella McCartney-ის, Versace-სა და სხვების ექსკლუზიური დიზაინები. La Malmaison-ის ექვსივე ოთახს სპეციალურად შექმნილი გარემო ექნება, რათა ხაზი გაუსვას თითოეული დიზაინერის ექსპოზიციას. ფიზიკური ობიექტები გაფართოებულ რეალობასთან სინთეზში გამოიფინება.

გამოფენა ფიზიკურ მოდას ციფრულ ლანდშაფტთან აერთიანებს, რაც მოდის ინდუსტრიისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის, რათა მომხმარებლებს განსხვავებული, მრავალფეროვანი გზებით დაუკავშირდნენ. მაგალითად, ახალი გაფართოებული რეალობის ლინზის ან Snapchat-ში Dress Up ჩანართის გამოყენებით, შეძლებთ, ნებისმიერი ტანსაცმელი მოირგოთ. ასევე, მონაწილეობას მიიღებთ გამოფენის თითოეული ოთახისთვის გათვლილ აქტივობებში.

ფილტრი მოწოდებულია DressX ციფრული მოდის პლატფორმის საშუალებით, რომელიც ლინზის შექმნას დაეხმარა. ეს ახალი წამოწყება მიზნად ისახავს, მაღალი მოდა მასებამდე მიიტანოს და ასევე, დიზაინერებისა და ტექნიკოსების შემდეგი თაობა შთააგონოს, გადალახონ ინოვაციების საზღვრები.

თვალები ნეიროგანვითარების დარღვევების ადრეულ დიაგნოსტიკაში გვეხმარება — კვლევა

როგორ შექმნა Kraken-მა კამპანია, საქართველოში სწრაფი ჩარიცხვის პირველი აპარატის, PayBox-ის შესახებ