in

Snap Fitness Georgia ლონდონის საერთაშორისო სამიტიდან ახალი იდეებითა და ინსპირაციით დაბრუნდა

“Snap Fitness EMEA London Summit 2026” საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც Snap Fitness-ის გლობალური ქსელის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს. წლევანდელ სამიტს Snap Fitness Georgia-ს გუნდიც დაესწრო, რაც თითოეული წევრისთვის ახალი გამოცდილებისა და სამომავლო ხედვის შთაგონება გახდა.

სამიტის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ფიტნესინდუსტრიის უახლეს ტექნოლოგიებსა და სავარჯიშო აღჭურვილობას, დასწრებოდნენ ვორკშოპებსა და მასტერკლასებს, მოესმინათ საერთაშორისო სპიკერებისთვის და გაეცვალათ გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან. ღონისძიების მთავარი აქცენტი ფიტნესინდუსტრიის მომავალზე, მომხმარებლის გამოცდილების განვითარებასა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე გაკეთდა.

როგორც Snap Fitness Georgia-ს დირექტორი სოფო სოლოღაშვილი აღნიშნავს, მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სამიტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს როგორც ცოდნის მიღების, ისე პროფესიული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით:

Snap Fitness Georgia უკვე 11 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და საერთაშორისო ამერიკული ბრენდის ნაწილია. როდესაც Snap Fitness საქართველოში შემოვიდა, ფიტნესი და ჯანსაღი ცხოვრების წესი დღევანდელი მასშტაბით პოპულარული არ იყო. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ამ კულტურის განვითარება და ადამიანებისთვის იმის ჩვენება იყო, რომ ვარჯიში მხოლოდ ფიზიკურ ფორმას არ უკავშირდება, ის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ბრენდის კონცეფცია წლების განმავლობაში უცვლელი რჩება – ვარჯიში იმისთვის, რომ იყო უკეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფიტნესი იყოს ხელმისაწვდომი, კომფორტული და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ამიტომ Snap Fitness მხოლოდ ფიტნესკლუბი არ არის, ეს არის საზოგადოება, რომელიც ადამიანებს როგორც ფიზიკური, ისე მენტალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში ეხმარება. ჩვენი მთავარი გზავნილია – ივარჯიშე იქ, სადაც გინდა – იმ ემოციებისთვის, რომელსაც უკეთესად ყოფნა გაძლევს.

M: რას ნიშნავს Snap Fitness Georgia-სთვის მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სამიტში მონაწილეობა და რა მთავარი გამოცდილება ჩამოიტანეთ ლონდონიდან?

მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო სამიტები ყოველთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა როგორც გამოცდილების გაზიარების, ისე ახალი ცოდნის მიღების თვალსაზრისით. ლონდონში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად სწრაფად ვითარდება ფიტნესინდუსტრია და რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება დღეს ადამიანების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს.

მთავარი გზავნილი, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა, იყო ის, რომ თანამედროვე ფიტნესკლუბი სულ უფრო მეტად ხდება ადამიანების ცხოვრების წესის ნაწილი და არა მხოლოდ ადგილი ვარჯიშისთვის. სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება დღეს მსოფლიო ფიტნესინდუსტრიაც.

M: რომელი ტენდენციები ან ინოვაციები დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად და როგორ შეიძლება მათი ინტეგრირება ქართულ ბაზარზე?

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე სავარჯიშო ტექნოლოგიებს, განახლებულ აღჭურვილობასა და მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაციას. საინტერესო იყო იმის დანახვა, თუ როგორ იყენებენ საერთაშორისო ბრენდები ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს იმისთვის, რომ თითოეულ წევრს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გამოცდილება შესთავაზონ.

ასევე, შთამბეჭდავი იყო ახალი თაობის სავარჯიშო აღჭურვილობა, რომელიც ვარჯიშს უფრო ეფექტურსა და კომფორტულს ხდის. მსგავსი სიახლეების ეტაპობრივი დანერგვა ქართულ ბაზარზეც სრულიად რეალისტურია და მომავალში სწორედ ეს მიმართულება იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო.

M: როგორ ეხმარება გლობალური Snap Fitness ქსელის წევრობა კომპანიას საქართველოში ფიტნესინდუსტრიის განვითარებასა და მაღალი სტანდარტების დანერგვაში?

საერთაშორისო ქსელის წევრობა ნიშნავს მუდმივ წვდომას მრავალწლიან გამოცდილებაზე, საუკეთესო პრაქტიკებსა და უკვე აპრობირებულ სტანდარტებზე. Snap Fitness-ის გლობალური გუნდი ჩართულია პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან პროცესში – იქნება ეს ახალი ფილიალის დაგეგმვა, სივრცის კონცეფცია, წევრების გამოცდილება, ტრენერული სტანდარტები თუ ბრენდის განვითარების მიმართულებები.

ეს თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, ქართულ ბაზარზე დავნერგოთ ის მიდგომები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე წარმატებით მუშაობს. ამავდროულად, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ყველაზე მეტად პასუხობს ქართველი მომხმარებლის საჭიროებებს.

საბოლოო მიზანი კი უცვლელია – გაიზარდოს ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე და რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, ფიტნესი ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივ ნაწილად აქციოს.

სამიტის მარკეტინგულ და მომხმარებლის გამოცდილების ასპექტებზე გვესაუბრა Snap Fitness Georgia-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ დვალიშვილიც.

M: სამიტზე წარმოდგენილი იდეებიდან და გამოცდილებებიდან რა იყო ყველაზე საინტერესო ბრენდისა და მომხმარებლის გამოცდილების განვითარების თვალსაზრისით?

განსაკუთრებით საინტერესო იყო მომხმარებლის გამოცდილების განვითარების მიმართულებით წარმოდგენილი ახალი მიდგომები და სტრატეგიები. ვორკშოპებისა და მასტერკლასების ფარგლებში გავეცანით, თუ როგორ ქმნიან საერთაშორისო ბრენდები უფრო პერსონალიზებულ გამოცდილებას თავიანთი წევრებისთვის – დაწყებული სპეციალური შეთავაზებებითა და კომუნიკაციის ფორმებით, დასრულებული ერთგულების პროგრამებითა და საზოგადოებაზე ორიენტირებული აქტივობებით.

ასევე მნიშვნელოვანი იყო სხვადასხვა ბაზრის გამოცდილების გაცნობა და იმის დანახვა, თუ როგორ ერგება მარკეტინგული აქტივობები მომხმარებლის საჭიროებებსა და მოლოდინებს. მიღებული ცოდნა ჩვენთვის დამატებითი ინსპირაციაა, რათა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები ქართულ რეალობას მოვარგოთ და მომხმარებლებს კიდევ უფრო საინტერესო და ღირებული გამოცდილება შევთავაზოთ.

როგორ იცვლება დღეს ფიტნესმომხმარებლის მოლოდინები გლობალურად და რამდენად შეესაბამება ამ ცვლილებებს Snap Fitness Georgia-ს ხედვა?

დღეს ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამედროვე სივრცე და ხარისხიანი აღჭურვილობა, არამედ მათ საჭიროებებზე მორგებული გამოცდილება, კომფორტი, მოქნილობა და ძლიერი საზოგადოებრივი გარემო.

სამიტზეც არაერთხელ გამოიკვეთა, რომ ფიტნესინდუსტრია სულ უფრო მეტად მომხმარებელზე ორიენტირებული ხდება – ყურადღება ექცევა პერსონალიზებულ კომუნიკაციას, წევრების ჩართულობასა და მათთვის დამატებითი ღირებულების შექმნას.

სწორედ ეს მიდგომა სრულად შეესაბამება Snap Fitness Georgia-ს ხედვას. ჩვენი მიზანია, წევრებს შევთავაზოთ არა მხოლოდ სავარჯიშო სივრცე, არამედ გარემო, სადაც ისინი თავს კომფორტულად, მოტივირებულად და მხარდაჭერილად იგრძნობენ.

M: რა სიახლეებს ან ინიციატივებს შეიძლება ელოდონ Snap Fitness Georgia-ს წევრები უახლოეს მომავალში?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ვაკის ფილიალის ახალ მისამართზე გადასვლა და სრულად განახლებული სივრცის შექმნაა, რაც ჩვენს წევრებს კიდევ უფრო თანამედროვე, კომფორტულ და ფუნქციურ გარემოს შესთავაზებს. პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ ქსელის გაფართოებაზე და სამომავლოდ, ახალი ფილიალების გახსნასაც ვგეგმავთ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა Snap Fitness Community-ს განვითარებას. ვგეგმავთ მრავალფეროვან აქტივობებს, ვორკშოPებს, მასტერკლასებსა და საგანმანათლებლო ლექციებს, რათა ფიტნესკლუბის გამოცდილება ვარჯიშის ფარგლებს გასცდეს და წევრებისთვის კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს.

სამიტიდან მიღებული ცოდნა და ინსპირაცია გვაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო განვავითაროთ Snap Fitness-ის საზოგადოება და მომხმარებლებს თანამედროვე, მრავალფეროვანი და მათ საჭიროებებზე მორგებული გამოცდილება შევთავაზოთ.

[R]

წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია – მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არგაჩერების ისტორიას გვიყვება

ქართველი კონტრაქტორები აშშ-ის ფინანსურ სისტემაში – საერთაშორისო კარიერა სახლიდან გაუსვლელად