in

„ცხოვრების ჯანსაღი წესი თქვენი ჯანმრთელობისთვის“ – Snap Fitness-ის კამპანია

დღეს, ხშირად გვესმის სიტყვები „ცხოვრების ჯანსაღი წესი”. უამრავი ადამიანი მოგვიწოდებს, ამ წესს მივყვეთ და იმაზე ჯანსაღად ვიცხოვროთ, ვიდრე ვცხოვრობთ. თუმცა, ბევრმა ბოლომდე არც იცის, რას მოიცავს სიტყვათა ეს შეთანხმება და რა არის მისი ძირითადი პრინციპები.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 1946 წელს განსაზღვრა ჯანმრთელობა, როგორც „ფსიქიკური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობის ერთობლიობა და არა მხოლოდ დაავადების არარსებობა“.


ცხოვრების ჯანსაღი წესი, ზოგადად, ხასიათდება, როგორც „დაბალანსებული ცხოვრება“, რომელშიც ადამიანი აკეთებს „გონივრულ არჩევანს“ და გაერთიანებულია არამხოლოდ ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება, არამედ სოციალური ურთიერთობებიც.

ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის პრობლემების ასარიდებლად, ცხოვრებისეული სტრესის დაძლევისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ცხოვრების სტილი დიდ როლს ასრულებს იმაში, რამდენად ჯანმრთელები ვართ. ის, თუ რას ვჭამთ და ვსვამთ, რამდენს ვვარჯიშობთ და ვეწევით, გავლენას ახდენს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის თავიდან აცილება ან მინიმუმ, მათი გადადება ცხოვრების ჯანსაღი წესით შესაძლებელია.

ნათქვამია, თუკი დიდხანს სიცოცხლე და დიდი დოზით ენერგია გსურს, აუცილებლად უნდა ივარჯიშო. და მართლაც, რეგულარულ ვარჯიშს უდიდესი გავლენა აქვს ადამიანის ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე. ფიზიკურმა აქტივობამ კიდევ უფრო დიდი როლი დაიკავა ჩვენს ე.წ პანდემიურ ყოველდღიურობაში – მაშინ, როცა სახლიდან იშვიათად გავდივართ და ნაკლებად გვიწევს მოძრაობა.

სწორედ ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდასაჭერად Snap Fitness-მა სააგენტო კრაკენთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო. მის ფარგლებში შეიქმნა ვიდეორგოლები, რომლის მთავარი პერსონაჟებიც სხვადასხვა მიმართულების ექიმები არიან. ისინი გვიხსნიან, რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური თუ სპორტული აქტივობა, სწორი კვება, ვარჯიში და ყველაფერი ის, რასაც ცხოვრების ჯანსაღი წესი ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ, გვირჩევენ მაქსიმალურად შევეცადოთ, ფიზიკურად აქტიურები ვიყოთ, ვივარჯიშოთ და ვიკვებოთ ჯანსაღად.

 

Credits:

Client: Snap Fitness

Agency: Kraken

Video Production: Makho Kipshidze

ნახეთ: მამამ შვილისთვის ხისგან Lamborghini Sian-ის რეალისტური მოდელი შექმნა

თუ ვიდეო ან ანიმაცია შექმენი და მისი AR ნამუშევრად ქცევა გსურს – ArtUp – Street Gallery-ს ახალი შესაძლებლობა