13
Feb
2020

King David-ში Snap Fitness-ის მეოთხე დარბაზი იხსნება

13 Feb 2020

„სნეპ ფიტნესი 24/7“ ამერიკული ბრენდია, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 2000-მდე ფილიალი აქვს. მისი პირველი ფილიალი საქართველოში 2015 წელს ყაზბეგის 24-ში გაიხსნა, შემდეგი დარბაზები კი – ჭავჭავაძესა და ცინცაძეზე. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, 15 მარტს “სნეპ ფიტნესი” კინგ დევიდში ახალ, პრემიუმ კლასის დარბაზს ხსნის. თუ როგორი იქნება ახალი დარბაზის კონცეფცია და რა სერვისებით შეეძლებათ მომხმარებლებს სარგებლობა, ყველაფერ ამის შესახებ სნეპ ფიტნესის ქსელის დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი გაგვესაუბრა:

M: პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, თუ როგორ გაჩნდა იდეა/საჭიროება კიდევ ერთი ფილიალი გაგეხსნათ…

პრემიუმ ხარისხის კლუბის გახსნა Snap fitness-ის ბაზარზე შემოსვლისას, ჯერ კიდევ 2015 წელს არსებობდა. მაგრამ, როგორც ყველა ბიზნესში, აქაც სწორ დროს და სწორ ადგილს ველოდით. დღეს კი, როდესაც ფიტნეს ბაზარი შეიცვალა და კონკურენცია გამძფრდა, ჩავთვალეთ, რომ შესაბამისი დრო დადგა, კიდევ ერთი, მე-4 პრემიუმ ფილიალის გასახსნელად. ამიტომ შევარჩიეთ საუკეთესო ლოკაცია – კინგ დევიდის მრავალფუნქციური კომპლექსი და მარტში უკვე ახალ, ძალიან კომფორტულ კლუბს შევთავაზებთ მომხმარებლებს.

M: ახალი ფილიალის კონცეფციის შესახებ გვესაუბრეთ – რა სიახლე შემოიტანეთ, რით განსხვავდება ის სხვა ფილიალებისგან?

ახალი ფილიალი კონცეფციით მნიშვნელოვნად განსხვავდება ქსელის არსებული 3 ფილიალისაგან განახლებული და მომხმარებელზე მორგებული ინტერიერით, საუკეთესო სპა ზონით, საოცარი ღია ტერასითა და ხედებით. რასაკვირველია, როგორც ყველა სხვა ფილიალში, აქაც საუკეთესო ტრენერების გუნდი გვყავს.

M: რის შესაძლებლობას იძლევა კინგ დევიდში განთავსებული სნეპ ფიტნესი/მოგვიყევით აქ არსებული სერვისების შესახებ..

დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ Snap fitness Premium-ში მომხმარებელს დარბაზში დახვდება Technogym-ის 2020 მოდელის სავარჯიშო “ტრენაჟორები”, ჯგუფური ვარჯიშების ფართო სპექტრი (იოგა, პილატესი, სპინინგი და ა.შ.) SPA , საუნა, უმაღლესი ხარისხის სოლარიუმის აპარატები, სილამაზის სალონი, ღია აუზი, ფიტნეს ბარი, პარკინგი და ა.შ.

M: მაქსიმუმ რამდენ ადამიანზეა გათვალისწინებული დარბაზი და როგორი გრაფიკით იმუშავებს ის?

როგორც ყველა Snap fitness-ის დარბაზი, ესეც 24 საათიანი იქნება. დარბაზი გათვლილია 1000 მომხმარებელზე. აქვე დავამატებ, რომ დარბაზის გადატვირთულობის გამორიცხვის მიზნით, აღნიშნული კლუბის წევრების რაოდენობა არასდროს გადააჭარბებს 1000-ს.

M: 14 თებერვლის აქციაზეც გვესაუბრეთ..

გადავწყვიტეთ, 14 თებერვალს დავიწყოთ წინასწარი გაყიდვები. ამასთან, მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას, აქციის ფარგლებში, გაუკეთონ საყვარელ ადამიანს საჩუქარი და, ასევე, ისარგებლონ საუკეთესო ფასებით. ასე რომ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება #SnapfitnesGeorgia-ს პრემიუმ კლუბში.

[R]

განხილვა