8
Aug
2018

ამერიკელი ქალების 50% სექსუალური შევიწროების მსხვერპლია! – Snapchat-ის სოციალური კამპანია

8 Aug 2018



“არაფერი მომხდარა” სექსუალური შევიწროების შემთხვევებს უმეტეს წილად ასეთი შეფასებები მოჰყვება ხოლმე. სტატისტიკურად, ამერიკელი ქალების 50% ამ ფაქტის მსხვერპლია. სწორედ ამიტომ, Snapchat-მა “არაფრის” მნიშვნელოვან მოვლენად გადაქცევა გადაწყვიტა და მიზნის მისაღწევად სპეციალური კამპანიაც წამოიწყო. Miami Ad School-თან და ორგანიზაცია RAINN-თან თანამშრომლობით, კომპანიამ შექმნა ყელსაბამი, რომელიც ფარული კამერით სექსუალური შევიწროების ფაქტს აფიქსირებს, შემდეგ კი, ანონიმურად, სპეციალურ საიტზე ათავსებს. ამ გზით, მსგავსი ფაქტის მტკიცებულება ყოველთვის იარსებებს და დამნაშავის დასჯაც გარდაუვალი გახდება.

 

განხილვა