in

Snapchat კლასიკურ 2D Bitmoji-ს აბრუნებს

Bitmoji 2D-ს უბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი Bitmoji-ის სტილი კლასიკური 2D ვიზუალით იქნება შთაგონებული და Comic Bitmoji-ის სახელით დამკვიდრდება… 

2023 წელს Bitmoji-ის 3D რედიზაინმა Snapchat-ს საშუალება მისცა, სხეულის ახალი ტიპები ჩაეშვა და მოდასთან დაკავშირებული მოთხოვნებისთვის უფრო სწრაფად ეპასუხა, დაწყებული დაბალწელიანი ჯინსებით და დამთავრებული სარით. მიუხედავად ამისა, მომხმარებლები 2D კომიკური სტილის დაბრუნებას ითხოვდნენ და ამის პასუხია Comic Bitmoji-იც. თუმცა, სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდნენ ონლაინ პეტიცია შეადგინეს, რომელსაც თითქმის 100 000 ხელმომწერი ჰყავს.

ვფიქრობ, ცოტათი ნოსტალგიებთან გვაქვს საქმე, თან ეს ავატარი საყვარელია, რისთვისაც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, – ამბობენ სნეპჩეტში.

ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მრავალი დეტალის ჩვენს სურვილებზე მორგებას გვთავაზობს, დაწყებული თმის სტილით და დამთავრებული ტანსაცმლით, რაც მეგობრის ან ოჯახის წევრის Bitmoji-ს მარტივად აღსაქმელს ხდის. 

Bitmoji ძალიან მნიშვნელოვანია Snapchat-ისთვის და სწორედ ეს ხდის მას განსხვავებულს. ეს ის ავატარი არ არის, რომელსაც ერთხელ შექმნით და დაივიწყებთ, ასახავს იმას, თუ როგორ ხედავთ საკუთარ თავს, თქვენს მეგობრებსა და ოჯახს. ვფიქრობ, სწორედ ეს ხდის სნეპჩეტში კომუნიკაციას სხვა სივრცეებისგან განსხვავებულს.

განახლებულ Bitmoji-ზე წვდომას საწყის ეტაპზე მხოლოდ Snapchat+-ის გამომწერები მიიღებენ.

არქიტექტურა ღვინის ეტიკეტში – სააგენტო Vice Versa-ს ნამუშევარი

PRE Black Friday შეთავაზებები Gorenje-ს ტექნიკაზე „ელიტში”