in

Snapchat-ს ახალი ფუნქციები, მათ შორის ვიდეოს რედაქტირების ხელსაწყოები, ემატება

Snapchat ინსტაგრამსა და ტიკტოკთან მწვავე კონკურენციაშია ჩაბმული, ამიტომაც ახალ ხელსაწყოებსა და ფუნქციებს წარადგენს, რომლებიც კრეატორებს პლატფორმაზე კონტენტის შექმნისა და გაზიარების შესაძლებლობას მისცემს. Timeline Editor შენახული Memories-იდან შემოგთავაზებთ ვიდეოების შექმნის ახალ გზას, Stories-ისაც ავტომატურად შეინახავს და ა. შ. 

პლატფორმის თქმით, ახალი Timeline Editor კრეატორებს ინტუიციურ გზას შესთავაზებს ვიდეოების რედაქტირებისთვის პირდაპირ პლატფორმაზე. ვიდეოებს ქრონოლოგიურად გაჩვენებთ, რაც მათ რედაქტირებას, ამოჭრას, გადატანასა თუ გადალაგებას გაამარტივებს. ამის შემდეგ Lenses-ის დაყენებაც შეგეძლებათ, მუსიკის დამატებაც Sounds library-იდან და სხვა შემოქმედებითი ხელსაწყოების გამოყენებაც. მოკლედ, ეს ხელსაწყო მესამე მხარის აპლიკაციებით რედაქტირების საჭიროებას აგარიდებთ თავიდან, თუნდაც ეს CapCut იყოს.

კრეატორები ასევე მიიღებენ წვდომას Create a Video შაბლონზე, რომელიც მათ რამდენიმე Memories-ის შერჩევის, მუსიკის არჩევის და სასურველი შაბლონის მიხედვით ვიდეოს შექმნის შესაძლებლობას მისცემს. ფუნქცია iOS-ზე გლობალურად ჩაეშვება. 

ამასთან, მომხმარებლებს საჯარო სთორების შენახვის შესაძლებლობა ექნებათ, რაც მათ კონტენტზე ხელახლა გადახედვის შესაძლებლობას შესთავაზებს. Snapchat-ის თქმით, ეს ფუნქცია კრეატორებს საუკეთესო მოგონებების კოლექციის შექმნასა და თავიანთი კონტენტის გაცოცხლებაში დაეხმარებათ.

Snapchat მომხმარებლებს ახლა უკვე მეტ ინსაითს მიაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მათი კონტენტი, რათა უკეთ შეძლონ პოსტების შინაარსის განსაზღვრა. აქვე იმ ადამიანების სიასაც აჩვენებს, რომლებმაც ბოლო თვეში სულ მცირე 12 დღის მანძილზე უყურეს თავიანთ საჯარო კონტენტს. იმასაც ნახავენ, თუ რომელმა პოსტმა თუ სთორმა დაიმსახურა ყველაზე მეტი ნახვა ბოლო 28 დღის მანძილზე, ასევე მთლიანი კონტენტის ნახვების საერთო დროსაც გაეცნობიან.

მომხმარებლები უფრო დეტალურ ინფორმაციებსაც მიიღებენ და ნახავენ, საიდან მოდის მაყურებელთა რაოდენობა, იქნება ეს Discover For You, Following, Spotlight, Search, Chat თუ Profile. საშუალოდ რამდენი ხანი უყურეს თავიანთ პოსტებს ამასაც კი იხილავენ და პლატფორმა მათ საშუალო პროცენტულ მაჩვენებელსაც გამოუთვლის. ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით კეთდება. 

ფეხბურთის სამოყვარულო ტურნირები მთელი საქართველოს მასშტაბით იწყება

მშენებლობის საწყის ეტაპზე შეძენილი ბინა – უძრავ ქონებაში ადრეული ინვესტირების უპირატესობები