9
Dec
2019

SnapChat-ში DeepFake ტექნოლოგიის გამოყენებას შეძლებთ

9 Dec 2019

veon
veon


SnapChat ახალ ფუნქციას ამატებს, რომლის დახმარებითაც აპლიკაციაში DeepFake ტექნოლოგიის გამოყენებას შეძლებთ. უფრო კონკრეტულად, ეს ნიშნავს, რომ გართობის მიზნით, ვიდეოებსა თუ GIF-ებში საკუთარი თავის ინტეგრირების საშუალება გექნებათ. ახალი ფუნქცია, სახელად Cameo პირველად სოციალური ქსელის ფრანგმა მომხმარებლებმა შენიშნეს. მათ, შაბათ-კვირას, Cameo-ის საცდელ ვერსიაზე ჰქონდათ წვდომა. ხოლო TechCrunch-თან საუბრისას, SnapChat-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალ ფუნქციას ცდის. აღსანიშნავია, რომ Cameo-ს დახვეწა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მის გამოყენებას, მსოფლიოს მასშტაბით, 18 დეკემბრიდან, iOS-ისა და Android-ის მომხმარებლები შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ Deepfake ტექნოლოგია არსებობის რამდენიმე თვეს ითვლის და ის იძლევა საშუალებას უკვე არსებულ ვიდეოში, ადამიანის სახე რეალისტურად ჩანაცვლდეს. მოკლედ რომ ვთქვათ, მისი დახმარებით ვიდეოს გაყალბება სულ უფრო მარტივი ხდება. თუმცა, SnapChat-ის თქმით, ტექნოლოგიას ის გართობის მიზნით იყენებს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მუშაობს აპლიკაციის ახალი ფუნქცია. DeepFake-ისთვის ის თქვენს სელფის, ან მთლიან გამოსახულებას იყენებს. ის დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც ფუნქცია Bitmoji-ს შემთხვევაში, უბრალოდ, გაცილებით რეალისტურია. სპეციალური გალერეიდან, შეძლებთ აირჩიოთ, თუ რომელ ტანს გინდათ მიაბათ თქვენი სახე, ამის შემდეგ, SnapChat ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს და თქვენს სახეს, ვიდეოს შესაბამის მოძრაობებსა და ემოციებს შესძენს.

Deepfake ტექნოლოგია შესაძლოა გახდეს ის, რაც Snapchat-ს სხვა სოციალური ქსელებისგან – Facebook, Instagram და TikTok განასხვავებს. თუმცა, გავიმეორებთ, რომ სწორედ ეს ტექნოლოგია იძლევა ვიდეოების გაყალბების საშუალებას.

მიუხედავად ამისა, რომ DeepFake ტექნოლოგია, მსოფლიოს მასშტაბით, ბევრ ადამიანში იწვევს კითხვებსა და უნდობლობას, Snapchat აგრძელებს საკუთარი პლატფორმის გამრავალფეროვნებას და ამ ტექნოლოგიის დანერგვას, ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის კომუნიკაციის ახალი, გასართობი გზების შექმნის მცდელობით ხსნის.

განხილვა