Snapchat-ს თქვენს ვებ-ბრაუზერში მოხვედრა სურს, თანაც, თავისი ძირითადი ფუნქციების შემოტანას აპირებს, იქნება ეს ვიდეო ზარები თუ ჩათი თქვენს დესკტოპზე.
ვებ-აპლიკაცია მიმოწერის, რეაქციების, ფოტოების, ვიდეო და რეგულარული ზარების ონლაინ განხორციელების საშუალებას მოგცემთ. თუმცა ამისთვის web.snapchat.com-ზე უნდა შეხვიდეთ და დარეგისტრირდეთ. როდესაც აპლიკაციაში ბრაუზერით შეხვალთ, თქვენი Bitmoji გამოჩნდება, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ვებ-ვერსიას იყენებთ.
Snapchat-მა კომპიუტერზე გადასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გააანალიზა, რომ ბევრი მომხმარებელი დარეკვის ვარიანტებს იყენებდა. ამასთან, უამრავი გამოხმაურება მიიღო — ადამიანები აპლიკაციაზე დესკტოპით წვდომას ითხოვდნენ. ახლა კი Snapchat მომხმარებლებს საბოლოოდ აძლევს იმას, რაც სურთ.
Snapchat for Web თავდაპირველად Snapchat+ წევრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ოღონდ ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. შემდგომში კი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გაფართოვდება, რათა საბოლოოდ ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა მოქალაქისთვის იყოს.