სოციალურმა ქსელმა Snapchat ლოგო განაახლა. კერძოდ, უკვე არსებული ლოგო მცირედით გადააკეთა, თუმცა, ცვლილებამ მაინც გამოიწვია მომხმარებლების დიდი გულისწყრომა. Twitter გაბრაზებული ახალგაზრდების საპროტესტო ტვიტებმა მოიცვა. არადა, Snapchat-ის ძველი ლოგოსგან, ახალს მხოლოდ კონტურის სისქე განასხვავებს. თუმცა, დაკვირვებულმა მომხმარებლებმა მაინც შენიშნეს, რომ აჩრდილის აკურატული მოხაზულობა უხეშმა სქელმა კონტურმა შეცვალა, ხოლო თავად შეხედულება კი უგრო აგრესიული გაუხდა.
საინტერესოა, რომ Snapchat-ის მომხმარებლები ძალიან მგრძნობიარედ ეკიდებიან ცვლილებებს. მაგალითად, შარშან, 1.2 მლნ “სნეპჩატელმა” მოაწერა ხელი ონლაინ პეტიციას, სადაც ითხოვდნენ, რომ სოციალურ ქსელს რედიზაინი გაეუქმებინა. Snapchat-ელებისთვის აჩრდილის ეს ნიშანი არის ტოტემი, რომელსაც ძალიან შეეჩვიენ და მის ასეთ რედიზაინს არ მიესალმებიან.












