in

Snapchat-მა AI ჩეტბოტი შექმნა — რა შეუძლია მას?

როგორც ჩანს, Snapchat-ის აპლიკაციაში მიმოწერა უფრო საინტერესო გახდება, რადგან კომპანიამ თავისი ახალი სერვისი წარადგინა. საუბარია ჩეტბოტზე, სახელწოდებით „My AI“, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ Snapchat+ წევრებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი მისი გამოყენება ყველა მომხმარებელს შეუძლია.

ჩეტბოტი OpenAI-ის ენობრივი დამუშავების მოდელზე, ChatGPT-ის სისტემაზეა დაფუძნებული და მასთან ნებისმიერ თემაზე საუბარი შეიძლება — იქნება ეს ჰაიკუს დაწერის თხოვნა თუ უბრალოდ მეგობრული მიმოწერის გამართვა. ამავდროულად, My AI-ს შეუძლია, მომხმარებლებს აპლიკაციის მოწინავე ფუნქციების გამოყენებასა და ნაკლებად ცნობილი მახასიათებლების აღმოჩენაში დაეხმაროს.

მის გამოსაყენებლად, საჭიროა, Snapchat-ის სასაუბრო ველში „@MyAI“ აკრიფოთ; შემდეგ გამოჩნდება Bitmoji და ხელოვნური ინტელექტის სისტემასაც გააცოცხლებთ. და, რაღა თქმა უნდა, ვიზუალური მედია კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი გზაა — თუ ჩატში ფოტოს გააგზავნიან, ჩეტბოტი ანალოგიურ ვიზუალს დააბრუნებს.

CNN-ის თანახმად, სისტემა ონლაინ მონაცემების საფუძველზე გაიწვრთნა და სწორედ ამ მიმართულებით წამოიჭრა ბოლოდროინდელი აქტუალური საკითხი: არა მხოლოდ საავტორო უფლებების დარღვევა, არამედ უსაფრთხოებისაც. უფრო კონკრეტულად, Snap-მა შენიშნა, რომ ზოგიერთმა მომხმარებელმა საზიანო შეტყობინებები მიიღეს — მაგალითად, ერთ-ერთმა მოზარდს ჩეტბოტმა ურჩია, როგორ შეეძლო ალკოჰოლის სუნის გადაფარვა, ერთმა მოსწავლემ კი სისტემას დააწერინა სასკოლო ესე.

ამის მიუხედავად, Snap-მა თქვა, რომ პასუხების 99,5% ემორჩილება სხვადასხვა მითითებას; ხოლო მოდერაციის უფრო მეტი ფუნქცია და აპში მშობლისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები  ახალგაზრდების უსაფრთხოების შენარჩუნებას უწყობს ხელს.

Škoda Hispano Suiza-ს, 20-იანი წლების სამუზეუმო ექსპონატის რესტავრაცია

4 მიდგომა ორგანიზაციული ცვლილებების სამართავად