“მტრები უსათუოდ დავიმსახურე, მაგრამ არ ვიცი, რამდენად ვიმსახურებ მეგობრებს, რომლებიც მყავს” – უოლტ უიტმანის ეს ციტატა სოციალურმა ქსელმა Snapchat თავის პირველ გლობალურ კამპანიაში გამოიყენა. კამპანიის საშუალებით, “სნეპჩატს” ნამდვილ მეგობრებზე სურს გიამბოთ. იმისათვის, რომ კამპანიის გმირები ეპოვნა, სოციალურმა ქსელმა შექმნა კომუნა, სადაც მის 1000-ზე მეტ მომხმარებელს თავისი ისტორიის გაზიარება შეეძლო. კამპანიაში ჩაერთნენ ავსტრალიიდან, ბრაზილიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, მალაიზიიდან, ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. ვიდეორგოლის გარდა, Snapchat-მა, პრინტ და ციფრული კამპანიისთვის, გამოიყენა ცნობილი ადამიანების გამონათქვამები მეგობრობაზე. ასევე, ითანამშრომლა ინფლუენსერებთან, ჰეშთეგებით #realfriends და #friendshipquotes. კამპანიაზე Snapchat-ის კრეატიულმა გუნდმა სააგენტო SpecialGuest-თან ერთად იმუშავა. სოციალურ ქსელს საკმაოდ კარგი ფინანსური მაჩვენებლები აქვს. მხოლოდ გასულ კვირას, კომპანიის ცნობით, Snapchat-ს 203 მლნ აქტიური მომხმარებელი ჰყავს დღეში, როცა 2019 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 190 მლნ ჰყავდა. შემოსავლები 388 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც 48%-იანი ზრდაა წელიწადში.
ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი? – Snapchat-ის პირველი გლობალური კამპანია
