in

Snapchat-მა ახალი AI და AR ფუნქციები წარადგინა

veon
veon

Snapchat-მა 2024 წლის სამიტი აპლიკაციის გამარტივებული ვერსიის წარდგენით დაიწყო, რომელიც ამჯერადაც მომხმარებელთა შერჩეულ ჯგუფზე იტესტება. განახლებული აპლიკაცია კი გამოცდილების გამარტივებას ისახავს მიზნად, სადაც ფოკუსი კომუნიკაციაზე, ფოტოების გაზიარებასა და გართობაზე კეთდება. მსოფლიოს მასშტაბით 850 მილიონი მომხმარებლით, რომელთა უმრავლესობა 13-34 წლის ადამიანებს შეადგენს 25-ზე მეტი ქვეყნიდან, Snapchat ახლა AI ხელსაწყოებზე, კრეატორთა მხარდაჭერასა და AR-ზე ფოკუსირდება. 

ახალ ხელსაწყოებს შორისაა AI Grandparents Lens — მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნახონ, როგორი იქნებიან ისინი ასაკში. ეს კი My AI-ის ნაწილია, პლატფორმის AI ასისტენტის, რომელიც კომპლექსური რეალური ამოცანების ინტერპრეტაციით გამოირჩევა, იქნება ეს პარკინგის ნიშნების წაკითხვა, უცხოენოვანი მენიუს თარგმნა თუ უნიკალური მცენარეების იდენტიფიცირება. 

განახლება Bitmoji-ის ავატარსაც შეეხო, მას უკვე შეგიძლიათ ყვითელი Crocs ჩააცვათ და Prada-ს ან Miu Miu-ს ჩანთაც შეურჩიოთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წელში Snapchat-ის კრეატორთა რიცხვი გასამმაგდა, Story-ებზე ტრილიონობით ნახვა აქვთ და ამჯერად სადღაც 500 მილიონი ადამიანი უყურებს Spotlight-ის ვიდეოებს… ამგვარად, გასაკვირი არც არის, რომ პლატფორმამ მათი მხარდაჭერა გადაწყვიტა — პროფილის ახალ დიზაინს სთავაზობს, რომელიც მათ პერსონალურ და საჯარო ექაუნთებს შორის მარტივად გადართვის შესაძლებლობას მისცემს. ხოლო გაუმჯობესებული ხელსაწყოები შაბლონების მორგებისთვის, ფოტო/ვიდეო პასუხებისთვის და ა. შ. კრეატორებს აუდიტორიასთან სიღრმისეული კავშირის დამყარებაში დაეხმარება. 

Snap Star Collab Studio კი მეტად ეფექტურ პარტნიორობებს შეუწყობს ხელს კრეატორებსა და ბრენდებს შორის. კონტენტის ავტორებს ახლა თავიანთი ჩართულობისა და დემოგრაფიული მონაცემების გაზიარება შეეძლებათ რეკლამის დამკვეთებთან, რაც გაამარტივებს ბრენდებთან კოლაბორაციის საკითხს და მონეტიზაციის შესაძლებლობებსაც გააუმჯობესებს.

საინტერესოა, რომ დღეს Snapchat-ის 300 მილიონი მომხმარებელი ურთიერთობს AR ტექნოლოგიასთან ყოველდღიურად, ამიტომ მათ ხელსაწყო შესთავაზეს, რომელიც AR ლინზების წუთებში შექმნის შესაძლებლობას მისცემს ჩატის ინტერფეისის გამოყენებით. ამის უკან კი, თავის მხრივ, დიდი ენობრივი მოდელები დგას. 

Lens Studio-ში GenAI Suite-იც შეგხვდებათ, რომელიც ანიმაციებისა და ტექსტის ანიმაციად ქცევისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ. NYX Beauty Bestie Lens კი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რათა პერსონალიზებული ლამაზი ჩაცმულობები შემოგთავაზოთ.

სამიტის ბოლოს Lip Syncing Lens-იც გაგვაცნეს, რაც ემინემთან თანამშრომლობას მოიცავს… მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ, პლატფორმის Sounds library-დან ათასობით სიმღერით ისიამოვნონ. 

და თუ Snapchat Summit 2024-ის სრულად ნახვა გსურთ, ქვემოთ ლინკს დაგიტოვებთ:

მეცნიერებმა სისხლის ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს

თიბისის მხარდაჭერით სოფელ ნიქოზში ცოცვის ფესტივალი ჩატარდა