5
Dec
2018

ჩიპი, რომელიც 5G მხარდაჭერის სმარტფონებს ექნებათ ჩამონტაჟებული

5 Dec 2018

veon
veon


საკომუნიკაციო მოწყობილობების კომპანია Qualcomm-მა რამდენიმე საათის წინ ჰავაიზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონების დიდ ნაწილს სწორედ მისი ჩიპი “Snapdragon 855” ექნებათ ჩამონტაჟებული. ჩიპი მოიცავს პროცესორსა და მოდემს, რომლის მეშვეობითაც შეეძლება უკაბელო ინტერნეტთან დაკავშირება. აღნიშნული მოწყობილობით მობილური შეიძენს ხელოვნურ ინტელექტს, მაგალითად, ექნება სახისა და თითის ანაბეჭდის ეკრაზე აღქმის ფუნქცია. აღსანიშნავია ისიც, რომ 5G 2019 წლის პირველ ნახევარში გამოვა გლობალურ მასშტაბზე, იგი ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვას, სწრაფ მუშაობას, ხარჯების შემცირებას, მაღალ სისტემურ შესაძლებლობებს და სხვ.

წყარო: The Verge

განხილვა