ცივი ჩაის ბრენდმა, სახელწოდებით Snapple, ChatGPT-ზე დაფუძნებულ AI სისტემას იყენებს, როგორც ფაქტების გენერატორს. როგორც კომპანია ირწმუნება, ამ გზით უფრო ადვილად და სწრაფად შეძლებენ საინტერესო ფაქტების შემოთავაზებას.
ცხადია, ეს უბრალოდ მორიგი მცდელობაა იმისა, რომ მიმდინარე ტექნოლოგიურ ტენდენციას აჰყვნენ… თუმცა აქ ერთი აუცილებელი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ChatGPT ვერ ახერხებს რეალური ფაქტების ყალბისგან გარჩევას — თუნდაც, სამეცნიერო ნაშრომების მხატვრული ლიტერატურისგან განსხვავებას. ტექნოლოგიური გიგანტი Google-იც კი „გამოიჭირეს“, ახლად ჩაშვებული AI ჩეტბოტი აშკარა ფაქტობრივ შეცდომებს რომ უშვებდა.

„როგორც AI, მე ხალი ვარ ამ საკითხში. ამიტომაც, შეიძლება, ვცდებოდე, მცდარი წარმოდგენა მქონდეს ან არასწორად დავაკავშირო ფაქტები ერთმანეთთან. Snapple-ში მომუშავე ადამიანებს ჯერ კიდევ მოუწევთ ჩემ მიერ გენერირებული ფაქტების შემოწმება, ვიდრე ზოგიერთი მათგანი რეალურად დასახელდება“, — ვკითხულობთ ვებგვერდზე. აქვე შეგახსენებთ, რომ ბრენდი უკვე 20 წელია, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებულ ფაქტებს ცივი ჩაის თავსახურის შიდა ნაწილზე წერს.

ინიციატივას სამეცნიერო საზოგადოება განსაკუთრებული კრიტიკით შეხვდა… „ეგზოპლანეტები 20-ჯერ აღემატება დედამიწას“ — თქვა გენერატორმა, რაც არასწორია: ამ დროისათვის აღმოჩენილი უდიდესი ეგზოპლანეტის მასა 0,78-ჯერ აღემატება იუპიტერს, ხოლო იუპიტერის მასა 318-ჯერ აღემატება დედამიწისას. „მოკლედ, ეს არის სულელური სარეკლამო ტრიუკი, რომელიც მხოლოდ დიდ ხარვეზს უსვამს ხაზს: AI ჩეტბოტები სიმართლეს ვერ ამბობენ“.










