22
Jan
2019

ყვავილის გაფურჩქვნა როგორც ბუნების დღესასწაული

22 Jan 2019

Elit Electronics
Elit Electronics


საფრანგეთის რკინიგზის გაერთიანებამ (SNCF) წამოიწყო კამპანია, სადაც მატარებლით მოსარგებლე “პასუხისმგებლიან მოქალაქეებს” უხდის მადლობას პლანეტაზე ზრუნვისთვის. კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელიც ყვავილების გაფურჩქვნის ორასსაათიან სწრაფ ჩანაწერს (time lapse) მოიცავს. ორმოცდაათი სახეობის ყვავილის აღსაბეჭდად, თითოეულ მათგანს, ყოველ ხუთ წამში ერთხელ, ფოტოს უღებდნენ. შედეგად, თითოეულ ყვავილს 14.000 ფოტო გადაუღეს. ვიდეორგოლში, ყოველი ყვავილის გაფურჩქვნას ფოიერვერკის ხმა ახლავს. ამგვარად, რეკლამის შემქმნელებს სურდათ ხაზი გაესვათ, რომ ბუნება თითოეული კვირტის გაშლას ზეიმობს. კამპანიაზე სააგენტომ TBWA იმუშავა.

კამპანიის მიზანია, მადლობას გადაუხადოს მათ, ვინც მატარებლით მგზავრობს და ამგვარად, უფრთხილდება ბუნებრივ რესურსებს. SNCF-ის მონაცემებით, მატარებელი ოცდაათჯერ ნაკლებ CO2-ს გამოყოფს, ვიდრე ცალკეული მანქანა და ოცჯერ ნაკლებს, ვიდრე თვითმფრინავი. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია მატარებელს, სხვა ტრანსპორტთან შედარებით, ყველაზე ჯანსაღ ალტერნატივად მიიჩნევს.

Credits

Agency: TBWA\Paris

Client: SNCF

Advertising Managers: Stéphane Chéry, Agathe Mouly, Marie Nomdedeu

Agency Managers: Marina Zuber, Cécile Moreau, Maurane Pauli, Célia Martinez

Executive Creative Directors: Benjamin Marchal and Faustin Claverie

Creative Team: Julia Deshayes and Léna Monceau

Production: EDDY.TV

Film Director: CARAVANE

Head of TV: Maxime Boiron

TV Producer: Elisabeth Boitte

Executive Producers: Jean François Bourrel and Gilles Pinaudeau

Production Manager: Antoni Gimel-Lecosse

Studio Stop Motion: Manuel Cam

Post Production: TBWA\Else

Head of Post Production: Elise Gamboa

Head of Music and Sound: Olivier Lefevbre

Music and Sound Producer: Fanny Mithois

განხილვა