ლოს ანჯელესელი არტისტი, სემ კელერი სახალისო ნამუშევრებს ქმნის, რომლებიც ყოველდღიური მოხმარების საგნების ახლებურ ნარატივს გვთავაზობს.
Coca-cola-სა და La Croix-ის დაბრტყელებულ ქილებს ის სვაროვსკის თვლებით რთავს, ხოლო Cheetos-ისგან პატარა დასტებსა და მრგვალ სფეროებს აკეთებს.
„ვიმედოვნებ, ჩემი დამოკიდებულება არაჯანსაღი საკვებისადმი საშუალებას მისცემს ხალხს, დაუკვირდნენ, სანამ რამეს შეიძენენ. ცნობისთვის, მე წლებია Cheetos არ მიჭამია“, – ამბობს მხატვარი.

კელერი ბრუკლინში იზრდებოდა და ყოველთვის აკვირდებოდა გარემოს. ქუჩაში ნაპოვნი ნივთები მოსწონდა, რაც დღეს მის საქმიანობაშიც ჩანს.
არტისტი როდ აილენდის დიზაინის სკოლაში სწავლობდა და ყოველთვის ფოკუსირებული იყო უცნაურ ობიექტებზე. კრისტალებს თუ არ ჩავთვლით, მისი ნამუშევრების დამზადება მატერიალურად ძვირიც არ ჯდება, რადგან მაგალითად, „ჩიტოსფეროს“ დასამზადებლად მხოლოდ 2 შეკვრა ბურბუშელაა საჭირო.


„მე ყოველთვის ვეძებ რაღაც ახალს. საგნები და მასალები ჩემს პრაქტიკაᲨი, არსებული იდეებისა და ინტერესების განვითარებას ემსახურება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გონებაში ენით აღუწერელ ხილვას მივდევ და მხოლოდ მაშინ გავიგებ მას ბოლომდე, როცა საწადელს მივაღწევ“, – წერს კელერი.

კელერის შემოქმედების დათვალიერება მის ინსტაგრამზე შეგიძლიათ.











