in

რას უწოდებს Snickers ფეხბურთის „სრულ გულშემატკივრობას“?

ამჯერად Snickers მხარს ქალთა ფეხბურთს უჭერს. კრეატიულ სააგენტო The&Partnership-თან თანამშრომლობით კი იმედოვნებს, რომ ინგლისის Lionesses-ისთვის მეტი გულშემატკივრის პოვნას მოახერხებს.

Go Full Fan-ში მაყურებლები ხედავენ, როგორ შედის პაბში ფეხბურთის მოყვარული, რომელსაც ინგლისის გადაჭრილი მაისური აცვია და თავის თმიან მუცელსაც აჩვენებს. ხოლო, როცა ქალთა ფეხბურთზე დამცინავ დამოკიდებულებას აჩვენებს, კედელზე დაინახავს წარწერას, სრული გულშემატკივარი მხოლოდ მაშინ ხართ, როცა Lionesses-საც უჭერთ მხარს. ამ გზავნილის მიღებითა და Snickers-ის ჩაკბეჩით კი მისი მაისურიც ივსება

ინგლისელი გულშემატკივრები პატრიოტები და ამაყები არიან, ეს არ არის ჰობი, ეს ცხოვრების სტილია. მაგრამ ძირითადად მამაკაცებისთვის მხარდაჭერას ეხება, ქალთა ფეხბურთს კი ბევრად ნაკლები ადამიანი უჭერს მხარს, — აცხადებს კრისტინა ფუსკო-ჰაუსი The&Partnership-იდან.

მას შემდეგ, რაც მათ ვუთხარით, რომ თავიანთი ვნების 100%-ზე ნაკლებს გასცემდნენ, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ეს არ იმუშავებდა. ჩვენი გზავნილი გამამხნევებელი და გასართობი უნდა ყოფილიყო, რათა ისინი მენტალური ხაფანგიდანაც გამოსულიყვნენ. ხოლო იმ ადამიანებთან საუბრით, რომლებიც პრემიერ ლიგასა და მხოლოდ კაცების ფეხბურთს გულშემატკივრობდნენ, ადგილობრივი ფეხბურთისა და საფეხბურთო ცოდნის გამოწვევით, ჩვენ სრული გულშემატკივრობის არმია შთავაგონეთ, რათა Lionesses-ისთვისაც დაეჭირათ მხარი, — განმარტავს ის.

ამ რეკლამის გაშვებას კი გიფების მითების სერია დაემთხვა, რაც ინგლისის გულშემატკივრებს სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე გამოიწვევს და მათ ავტომატური გენდერული მიკერძოებებისგან თავის დაღწევაშიც დაეხმარება. 

ჩვენ ვიცით, რომ საკუთარ თავს სრულ გულშემატკივარს ვერ უწოდებთ, თუ მხარს როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა ფეხბურთის გუნდებს არ დაუჭერთ, — ამბობს ქლოე სმიტი, Snickers-ის უფროსი ბრენდ-მენეჯერი. 

Audi-ს ინტერაქციული კონცეფცია მომხმარებლისთვის

ინგლისური ენის ორი სპეციალისტი, რომელმაც საქართველოში ინგლისურის ინოვაციური მიდგომებით სწავლება დანერგა – Cambridge Education Corner