ძალიან მშიერს, სისულელეები არასოდეს ჩაგიდენიათ? როცა გშია და “შენ შენ არ ხარ”, შეცდომები შეიძლება დაუშვა. Snickers-მა გადაწყვიტა, რომ ამ ყველაფრისგან დაგიცვათ და შექმნა სპეციალური სერვისი, რომელიც შიმშილის დროს დაშვებული შეცდომებისგან დაგაზღვევთ. სერვისსაც ასე ჰქვია – Snickers Hunger Insurance. როგორც თავად განმარტავენ, ეს ამ მიმართულებით პირველი სადაზღვევო მომსახურებაა და ანაზღაურება “სნიკერსის” შოკოლადებით ხდება. კამპანიაზე BBDO, United Arab Emirates-მა იმუშავა.