in ,

მერლინ მონრო და უილიამ დეფო Snickers-ის იუმორისტულ ბილბორდზე

BBDO-ს მიერ მომზადებული ეს ახალი ბილბორდი “როცა გშია, შენ შენ არ ხარ” კამპანიის გაგრძელებაა.

სუპერთასის გათამაშების ფარგლებში გაკეთებული ამ სახალისო რეკლამის მთავარი გმირი ყველასთვის ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი მერლინ მონროა, რომელსაც ამ დღეებში 90 წელი შეუსრულდებოდა. ამიტომ მისი ცნობილი კადრის (ფილმიდან “შვიდი წლის თავზე”) Snickers-ის ბილბორდზე ნახვა ნიუ-იორკელებისთვის დროული და საინტერესო აღმოჩნდა.

 

https://www.youtube.com/watch?v=JjCVR6XDn1E

 

მერლინ მონროს დიდი გამოსახულების დანახვა თავისი ფრიალა თეთრი კაბით, გამვლელების ყურდღებას მაშინვე იპყრობს, თუმცა ამ სანახაობით დატკბობის უფება დიდი ხნით არავის აქვს. სპეციალურად დამონტაჟებული სახის დეტექტორის მეშვეობით, ხანგრძლივად მომზირალ ადამიანს მონროს სახის ნაცვლად ბილბორდიდან უილიამ დეფო უყურებს.

ყველამ ვიცით, რომ ადამიანზე დიდხანს მიშტერება არ არის ლამაზი, განსაკუთრებით კი, თუ ის უხერხულ სიტუაციაში იმყოფება. თუმცა როგორც სჩანს, ასეთ შემთხვევაში სასჯელი შეიძლება ძალიან სახალისოც იყოს.

მერლინ მონრო, როგორც მსახიობი შეუცვლელია, მაგრამ როდესაც საქმე Snickers-ის რეკლამას ეხება, აბეზარი მაყურებლების გასახალისებლად მას  უილიამ დეფოც თავისუფლად ჩაანაცვლებს.

შოთა ჩინჩალაძე – “მთავარია შენი საქმე კარგად აკეთო, შენს წარმატებაზე კი, სხვები ილაპარაკებენ.”

გაანადგურე ციფრული ნაგავი – სოციალური კამპანია გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ