in

მსუყე ტკბილეულის სნექი, რომელსაც ცხენის სახელი დაარქვეს

როცა გშია, თუკი თქვენც უჩვეულოდ იქცევით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Snickers-ის რეკლამების სამიზნე აუდიტორიაში. შოკოლადის, თხილისა და კარამელის ეს ნუგბარი, „სნიკერსის“ სახელით რომ ვიცნობთ და ბევრისთვის ბავშვობასთან რომ ასოცირდება, 1930 წლიდან არსებობს. თითქმის მთელი საუკუნეა, Snickers მომხმარებლებში ინტერესის გამოწვევას ახერხებს და მეტიც – სიახლეებსაც კი სთავაზობს მათ. დღესდღეობით, ბრენდის ღირებულება $33.6 მილიარდს აღემატება. სანამ ფინჯან ყავას მიირთმევთ და ბედნიერი დღისთვის განწყობას იქმნით, ჩვენ Snickers-ზე მოგიყვებით.

რაც უნდა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, „სნიკერსს“ ცხენის სახელი დაარქვეს. აი, მისი ფოტოც:

მოგვიანებით, სპეციალურად დიდი ბრიტანეთის ბაზრისთვის, „სნიკერსს“ Marathon დაარქვეს და ამ სახელით 1990 წლამდე პოზიციონირებდა. საერთო ჯამში, ბრენდი საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. მომხმარებლებს მოსწონდათ მისი გემოც და ნოყიერებაც. „სნიკერსიც“ განაგრძობდა პროდუქციის გამრავალფეროვნებას და სხვადასხვა ზომის ნუგბარს სთავაზობდა ბაზარს. თანაც, საინტერესოა, რომ ყოველ ასეთ ქმედებას სწორი მარკეტინგული კომუნიკაცია ახლდა, მაგალითად, როგორც ამ შემთხვევაში:

„სნიკერსმა“, 1984 წელს, „ოფიციალური სნექის“ სახელი მოიპოვა. ბრენდი ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური სპონსორი იყო.

1995 წლიდან მოყოლებული, „სნიკერსი“ შიმშილთან გამკლავებას აქტიურად იყენებდა მარკეტინგულ კომუნიკაციაში. კამპანია, რომელთანაც „სნიკერსი“, დღეს, ყველაზე მკაფიოდ ასოცირდება – „როცა გშია, შენ შენ არ ხარ“ – 2010 წელს წამოიწყეს. კამპანიის მთავარი გზავნილი მარტივად აიტაცეს მომხმარებლებმა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ბრენდმა, წლების განმავლობაში, განსხვავებული გემოსა და მიმართულების პროდუქტი გამოუშვა, მათ შორის, ნაყინი, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „სნიკერსი“ დღესაც არ წყვეტს აქტიურ კომუნიკაციას მომხმარებელთან, სხვადასხვა არხების მეშვეობით და კვლავაც ჩნდება ფართო საზოგადოების წინაშე. ამის მკაფიო მაგალითი მისი კამპანიებია, მათ შორის, სუპერთასზე. მოდით, ეს რეკლამაც გავიხსენოთ…

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

ახალი სენსორით ალცჰაიმერი სიმპტომების გაჩენამდე 17 წლით ადრე გამოავლინეს

ალდაგში სახლის დაზღვევას საჩუქრად მაგთის ინტერნეტი და ტელევიზია მოყვება