18
Mar
2019

„სნიკერსის“ გარე რეკლამა, რომელმაც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა

18 Mar 2019

თბილისში, „სნიკერსის“ გარე რეკლამა გამოჩნდა. პროდუქტს, ორიგინალი სახელის ნაცვლად, ქართულად და ინგლისურად, გაბრაზებული – Angry, გეძინება – Sleepy, უცნაური – Freaky აწერია. ბანერზე მითითებულია ვებგვერდის მისამართი: Snickersni.com (ბრენდის რუსულენოვანი, ნათარგმნი სახელით). მისი ქართული ადაპტაცია Snickersni.ge, კი „სნიკერსის“ რუსულ გვერდზე გადადის. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან, სერიოზული კრიტიკა მოჰყვა.


„სნიკერსს“ ამერიკული კომპანია Mars, Inc უშვებს. როგროც ცნობილია, თურქეთს, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების ბაზარს ყაზახეთის წარმომადგენლობა მართავს. ისინი, უკვე განსაზღვრული მასალებისა და პლატფორმების განსათავსებლად, ადგილობრივ სააგენტოებთან თანამშრომლობენ. სარეკლამო კომპანიას, რომელიც საქართველოდან მათთან მუშაობს, „მარკეტერის“ მცდელობის მიუხედავად, არც ბანერის ვიზუალზე და არც ბრენდის რუსულენოვან ვებგვერდზე კომენტარი არ გაუკეთებია.


განხილვა