11
Aug
2015

SNM – Sachestan Nu Mipasukheb – საჭესთან ნუ მიპასუხებ

11 Aug 2015

სადაზღვევო კომპანია ირაომ, 2014 წლის შემოდგომაზე, დააფუძნა ახალი ბრენდი – კასკო. კასკო ავტომობილების დაზღვევის ბრენდია, რომელიც ხშირად გამოირჩევა საინტერესო ინიციატივებით.

Facebook ჯარიმების და Don’t Send ჩელენჯის შემდეგ  , კასკომ ახალი ტერმინის შემოღება გადაწყვიტა. კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, მესიჯი დაიწყონ ტერმინი SNM-თი თუ ფიქრობენ რომ მათი ადრესატი შეიძლება ავტომობილს მართავდეს. (SNM – Sachestan Nu Mipasukheb – საჭესთან ნუ მიპასუხებ)

SNM-ს არსი შემდეგში მდგომარეობს: ძალიან ბევრ ადამიანს, საჭესთან მესიჯობა ჩვევაში აქვს გადასული. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ხშირია სიტუაცია, როცა გწერენ და უხერხულად გრძნობ თავს რომ არ უპასუხო ან პასუხი დაუგვიანო. SNM სწორად ასეთი უხერხული და სახიფათო სიტუაციების თავიდან არიდების საშუალებაა. როცა, მესიჯი SNM-თი იწყება, ადრესატი ხვდება რომ საპასუხო მესიჯი საჩქარო არაა და მისი დაწერა მოგვიანებით უფრო მოსახერხებელი იქნება. პროექტის კრეატიული კონცეფცია და განხორციელება სარეკლამო სააგენტო Holmes & Watson -ს ეკუთვნის

SNM_9

SNM_10

SNM_11

SNM_12

განხილვა