7
Jun
2019

ახალი არომატიზირებული წყალი ბაზარზე – „სნო“ კიტრის ნატურალური არომატით

7 Jun 2019

მარტში კომპანია “აქვა გეომ” მომხმარებელს “სნო” ლიმონის არომატით შესთავაზა. სულ მალე კი, ბაზარზე „სნოს“ კიდევ ერთი არომატიზირებული წყალი – „სნო“ კიტრის ნატურალური არომატით გამოჩნდება.

როგორც კომპანიაში ამბობენ, “აქვა გეო” წყლის პირველი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც არომატიზირებული წყლის ახალი კატეგორია შექმნა ბაზარზე და პროდუქციას ნატურალური არომატებით, კონსერვანტების, შაქრისა და დამატკბობლების გარეშე აწარმოებს. ასევე, კომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ლიმონის არომატის მსგავსად, კიტრის არომატიც სასიამოვნოდ გააოცებს მომხმარებელს.

„ჩვენთვის მაღალი ხარისხი სავიზიტო ბარათია. „სნო“ კიტრის არომატით კეთდება ჩვენი ნატურალური მინერალური წყლით, ნატურალური კიტრის არომატით, კონსერვანტების, შაქრისა და ყოველგვარი დამატკბობლის გარეშე და მსგავსი ანალოგები მსოფლიოშიც კი ძალიან მცირეა. სწორედ წყლის ხარისხი, ნატურალურობა და სიჯანსაღე არის პროდუქტების დამახასიათებელი უპირატესობა“ ,- აღნიშნა „აქვა გეოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან შავლაყაძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ “სნო” სხვა ნატურალური გემოებით, როგორიცაა, „ვაშლი“, „პიტნა“, „საზამთრო“, „მოცვი“ და ა.შ. სულ მალე ეტაპობრივად გამოჩნდება დახლებზე.

„სნოს“ საბადო მუხრანის ველზე, 150 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. იგი ოთხი წყალგაუმტარი შრით არის დაცული, რაც მის ბუნებრივ სისუფთავეს განაპირობებს. შესაბამისად, იგი რეკომენდებულია ყოველდღიური მოხმარებისთვის, ორსულთათვის და ბავშვთა კვებაში გამოსაყენებლად.

[R]

განხილვა