6
Mar
2019

მალე, ბაზარზე „სნო“ ლიმონით გამოჩნდება

6 Mar 2019

კომპანია „აქვა გეო“, მომხმარებელს, ახალ პროდუქტს წარუდგენს. მალე, ქართულ ბაზარზე, „სნო“ ლიმონის არომატით გამოჩნდება.

 

„მომხმარებლებს სიახლეებს, ყოველწლიურად, ვთავაზობთ. 2019 წელს ეს იქნება წყალი „სნო“, ლიმონის არომატით. ჩვენთვის, წყლის ხარისხი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას. „სნო“ კი ყველასთვის საყვარელი ბრენდი, სწორედ მისი გემოვნური თვისებების და ხარისხის გამო გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტში გამოყენებულია ლიმონის ნატურალური არომატიზატორი, ყოველგვარი შაქრისა და კონსერვანტების გარეშე, რაც მის სასარგებლო თვისებებს უსვამს ხაზს და ეს იქნება ჩვენი კიდევ ერთი ჯანსაღი პროდუქტი. კომპანიის მთავარი მიზანი ხომ „ჯანსაღი პროდუქტების წარმოება და პოპულარიზაციაა“, – აღნიშნა „აქვა გეოს“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მალევე დაგეგმილია, ლიმონის გარდა, ახალი არომატების დამატებაც. მათი თქმით, პროექტის დიფერენცირების სტრატეგია ფოკუს ჯგუფების შედეგების გათვალისწინებით უკვე შემუშავებულია.

„ახალი პროდუქტის შექმნის გადაწყვეტილება გასულ წელს მივიღეთ და რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაო პროცესები. საერთაშორისო ბაზარზე, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს არომატიზირებული არაგაზირებული წყალი და საქართველოში მსგავსი პრეცედენტი დღემდე არ არსებობდა. გვსურდა, მომხმარებლებისთვის, სიახლე პირველებს ჩვენ შეგვეთავაზებინა და გვიხარია, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა“, – განაცხადა „აქვა გეოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გვანცელაძემ.

ახალი პროდუქტის შექმნის იდეა „სნოს“ და „კობის“ საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნების საფუძველზე გაჩნდა და როგორც კომპანიაში ამბობენ, პორტფელში ამ ტიპის წყლის დამატება საქართველოში ჩატარებული ბაზრის კვლევების საფუძველზე გადაწყდა. რაც შეეხება წარმოების მიმართულებას, პროექტზე კომპანიის ექსპორტის მენეჯერი, ნინო ბაკურაძე მუშაობდა:

„წყლის ვიზუალურ კონცეფციაზე კომპანიის შიდა რესურსები გამოვიყენეთ. ბრენდინგი გრაფიკულ დიზაინერ თეო ქავთარაძეს ეკუთნის. გამოყენებულია მხიარული და თვალშისაცემი ფერები, რაც პროდუქტს ვიზუალურად მიმზიდველს ხდის. ასევე, „სნოს“ ბრენდინგის კონცეფცია მაქსიმალურადაა შენარჩუნებული“.

„სნო“ ლიმონის არომატით, მომხმარებლებისთვის, ხელმისაწვდომი 2019 წლის მარტის ბოლოდან იქნება.

აქვა გეო“ წყალ „სნოს“ 2012 წლიდან აწარმოებს. კომპანიამ 2018 წლის ივლისში, ყაზბეგის რაიონის, სოფელ კობში ქარხნის მშენებლობა დაასრულა, სადაც, მათი თქმით, უნიკალური თვისებების მინერალური გაზირებული წყლის „კობის“ წარმოება დაიწყო, შემდეგ კი პირველმა მოიპოვა საბავშვო წყლის წარმოების ლიცენზია და საქართველოს ბაზარზე საბავშვო წყალი „სნო ქიდსი“ გამოუშვა.

[R]

განხილვა