in ,

Snoop Dogg-ის ახალი მუსიკალური ვიდეო ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა!

თანაც სულ რამდენიმე თვეში…

BOG
BOG

Snoop Dogg-ს თავისივე მუსიკალური ვიდეოები ახალ სიმაღლეებზე აჰყავს, როგორც პირდაპირი (ჰაერში ცხენებით აფრენა), ისე გადატანითი მნიშვნელობით, რაშიც ხელოვნური ინტელექტით ვიდეოს შექმნა იგულისხმება… ამისთვის რეპის ლეგენდა Dave East-თან და WHOISTEVENYOUNG-თან გაერთიანდა და სიმღერა Love You More შემოგვთავაზა. მუსიკალური ვიდეო AI-ის მიერაა გენერირებული ვიდეოების მწარმოებლების The Dor Brothers-ისა და სხვა მრავალი არტისტის ჩართულობით, რომელთაც ჯარონ მარქი ხელმძღვანელობდა.

თავად სიმღერა კი Peacock-ის ფილმის Bosco-ს საუნდტრეკია — ფილმი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელმაც ფედერალური ციხიდან გაქცევა მოახერხა…

რაც შეეხება AI ხელსაწყოებს, Snoop Dogg-ის მუსიკალური ვიდეო საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩევა, იქნება ეს Runway, Ideogram, Midjourney, Luma AI, Magnific AI თუ Kling. ვიდეოს შემოქმედებითი ხელმძღვანელი კი თავის აღფრთოვანებას გამოხატავს ამ ტექნოლოგიის მიმართ და განსაკუთრებულ აქცენტს ხელოვნური ინტელექტის სისწრაფეზე აკეთებს. გვეუბნება, რომ ის, რასაც ადრე თვეები ან წელი დასჭირდებოდა, ახლა AI-ისთვის დღეებისა და საათის საქმე იყო — Dor Brothers-ის თანახმად, 8 არტისტი და 2 თვე დასჭირდა ვიდეოს 35-წამიან მონაკვეთს, რა დროსაც Snoop Dogg ცხენებთან ერთად ჰაერში დაფრინავს. 

იმასაც გვეუბნებიან, რომ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებთან მუშაობისას სცენარის დამუშავება, განლაგება, ჩარჩოები, კომპოზიცია და ტემპი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. შესაბამისად, ეს პროცესი მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული ვიდეოს წარმოებისგან — ფოტოს რედაქტირების პროგრამებს მოიცავს, რათა AI-ის მიერ გენერირებული სურათები დაიხვეწოს.

საინტერესოა, რომ Snoop Dogg-ის ახალი მუსიკალური ვიდეოს შემქმნელები AI-ს ინდუსტრიაში ტრანსფორმაციულ ძალად მიიჩნევენ, თუმცა მათთვის ეს არ ნიშნავს, რომ იგი ჩამნაცვლებლად გამოდგება, უბრალოდ თავისი ნიშა ექნება კონტენტის შექმნის სამყაროში. ამიტომ, მშვიდადაც შეგიძლიათ, იყოთ…

„გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში” – სმარტ აკადემიის ახალი პროექტი

„დომუსის“ მარკეტინგის მიმართულებას თათია მიხელიძე უხელმძღვანელებს