Snoop Dogg პირდაპირი გაგებით ცდილობს საკუთარი კვალის დატოვებას — ჰიპ-ჰოპის ცოცხალმა ლეგენდამ მოწეული სიგარის ნარჩენებით კოლექცია Ashes to Art შემოგვთავაზა. ამ ამბავში კი ხელოვანი ერიკა კოვიტზი და Joint Venture დაიხმარა.
კოლექცია 7 ნამუშევრისგან შედგება, რომელთა შორისაც დამწვარ ტარაკნებს, ქაღალდს, კანაფის ფერფლის კვალსაც კი შეხვდებით. ისინი პრიალა ჩარჩოებშია მოქცეული და ისეთი სახელებით გვხვდება, როგორებიცაა Pocket High Emerald და Golden Hour Cipher. რაღა თქმა უნდა, თითოეულ ნამუშევარზე სნუპ დოგის ხელმოწერას შეხვდებით, რომლებიც უკვე ონლაინ აუქციონზე იყიდება.
ნამუშევრებმა მალევე მიიპყრო კოლექციონერების ყურადღება — 7-დან 5 აუქციონის გახსნიდან მალევე გაიყიდა, ფასი კი 10 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობდა. მაგალითისთვის DoggyStyle Decoded, სნუპის 1993 წლის სადებიუტო ალბომისადმი მიძღვნილი ნამუშევარია, რომელიც ორიგინალ CD-ს, საფერფლესა და ნარჩენებს მოიცავს და ყველა მათგანი 20 000 დოლარად გაიყიდა.

ვარსკვლავურ ნამუშევრად კი Snoop Doggy Dogg Genesis Burn მიიჩნიეს და იგი აუქციონზე 70 000 დოლარად გაიყიდა — აქ უკვე უჩვეულო Snoop Doggy Dogg-ის ხელწერაა დატანილი…













